ედვინ ჰენრი ლანდსირი – “ჰუმანური საზოგადოების ღირსეული წევრი”
“ჰუმანური საზოგადოების ღირსეული წევრი” – წარმოადგენს რომანტიზმის ეპოქის დიდი ინგლისელი მხატვრისა და მოქანდაკის – ედვინ ჰენრი ლანდსირის (1802-1873 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 111,8 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 143 სანტიმეტრი.აღნიშნულ სურათზე მუშაობა ავტორმა 1831 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.ტილოს სიუჟეტის მთავარი მოქმედი გმირი გახლავთ ლანდსირის ჯიშის ძაღლი,სახელად – ბობი,რომელიც აღმოჩენილი იქნა ინგლისის იმ სანაპიროსთან,სადაც რამდენიმე ხნის წინ ზღვაში კატასტროფა განიცადა ერთ-ერთმა ბრიტანულმა ხომალდმა.ბობიმ განსაკუთრებული აღიარება იმ გარემოებით მოიპოვა,რომ 14 წლის განმავლობაში 23 ადამიანი იხსნა დახრჩობისაგან.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისიც,რომ ეს შესანიშნავი ძაღლი არჩეული იქნა “სამეფო ჰუმანური საზოგადოების” წევრად.გარდა ამისა,იგი დაჯილდოებული იქნა საკვების დამატებითი ნორმითაც.
სახვითი ხელოვნების კრიტიკოსებმა ედვინის ნამუშევარს იმთავითვე დიდი შეფასება მისცეს: იგი აღიარებული იქნა “წლის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ნამუშევრად”.აქვე შევნიშნოთ ისიც,რომ სწორედ ამ სურათმა მოუტანა პირველი დიდი წარმატება ავტორს სახვითი ხელოვნების ურთულეს გზაზე.საყურადღებო და გასათვალისწინებელია,რომ ტილოზე გამოსახული ძაღლის ჯიშს სახელწოდებად “ლანდსირი” - ედვინ ანრი ლანდსირის საპატივცემულოდ უწოდეს.
1887 წელს “ჰუმანური საზოგადოების ღირსეული წევრი” სპეციალურად შესყიდული იქნა ნიუმან სმიტის მიერ ლონდონში განთავსებული “ტეიტის ბრიტანული გალერეასთვის”. 1928 წელს ლონდონში მომხდარი საშინელი წყალდიდობის შედეგად სურათი სერიოზულად დაზიანდა,რის გამოც მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ურთულესი სარესტავრაციო სამუშაოები უტარდებოდა.ტილოს რესტავრაციის შემდგომ ლანდსირის ნამუშევარი სამი წლის განმავლობაში გამოფენილი გახლდათ “ფილადელფიის სახვით მუზეუმში”.საბოლოო ჯამში,ედვინ ჰენრი ლანდსირის დიდებული სურათი – “ჰუმანური საზოგადოების ღირსეული წევრი” დიდ ბრიტანეთში 2009 წელს დააბრუნეს და კვლავაც ტეიტის ბრიტანულ გალერეაში გამოფინეს,სადაც დღემდეა დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)
ედვინ ანრი ლანდსირი