რამდენიმე ფაქტი სპილოების შესახებ…
გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი,სწავლული და მოაზროვნე – არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),სპილოების შესახებ წერდა: “სპილო – გახლვათ ცხოველი,რომელიც ინტელექტითა და მახვილგონიერებით ყველა სხვა დანარჩენი სახეობის ცხოველს აღემატება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
სპილოს ტვინის მასა ხუთ კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონის.ამ მაჩვენებლით ისინი ხმელეთზე არსებულ ყველა ცოცხალ არსებას აღემატებიან.რაც შეეხება გულის მასას,სპილოს გულის მასა 20 კილოგრამიდან 30 კილოგრამამდე მერყეობს და წუთში 30-ჯერ ცემს.
* * *
ინდური სპიოლოების გაწვრთნა შესაძლებელია და ეს მაშინ,როდესაც შეუძლებელია აფრიკული სპილოების გაწვრთნა.
* * *
სპილოების სიცოცხლის ხანგრძლივობა 70-დან 80 წლამდე მერყეობს (ჩინეთის არმიაში მომსახურე სპილომ,სახელად – ლინ ვანმა,რომელიც 2003 წელს მოკვდა, 86 წლის ასაკამდე კი იცოცხლა და იაპონელთა წინააღმდეგ ომშიც მიიღო მონაწილეობა). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ზრდასრული მამრის ეშვები წელიწადში საშუალოდ 18 სანტიმეტრით იზრდება.
* * *
ზრდასრულ სპილოებს დღეში საშუალოდ 250 კილოგრამი საკვებისა და 100-დან 300 ლიტრამდე წყლის მიღება შეუძლიათ.
* * *
მდედრი სპილოების მაკეობის პერიოდი თითქმის ორ წლამდე გრძელდება (22 თვე – რაც ყველაზე ხანგრძლივი მაკეობის პერიოდია ცხოველებს შორის).
* * *
ახლადდაბადებული სპლიყვების საშუალო წონა 60 კილოგრამიდან 120 კილოგრამამდეა და დღეში 11 ლიტრ რძეს სვამენ. და რადგანაც პატარებს თვალის ჩინი ჯერ კიდევ არა აქვთ განვითარებული,დედის კუდს ხორთუმის მეშვეობით არიან ჩაჭიდებულნი და ისე გადაადგილდებიან.
* * *
სპილოები დღე-ღამეში საშუალოდ 2-3 საათს ანდომებენ გამოძინებას. 20 საათის განმავლობაში კი საკვების მოძიებით არიან დაკავებული.
* * *
სპილოები და ადამიანები ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან,რომელთაც თავზე დადგომა შეუძლიათ.
* * *
სპილოები ერთმანეთთან კონტაქტს ინფრახმოვანი სიგნალებით ამყარებენ,რის გამოც მათი ენის გაშიფვრა დიდი ხნის მანძილზე შეუძლებელი იყო.დღეისათვის დადგენილია,რომ სპილოები ერთმანეთთან კონტაქტს 470-მდე სხვადასხვა ინფრახმოვანი სიგნალებით ამყარებენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
როგორც წესი,სპილოები ძირითადად 2-6 კილომეტრ-საათი სიჩქარით გადაადგილდებიან,თუმცა შეუძლიათ სირბილის დროს 35-40 კილომეტრ-საათიც განავითარონ.
* * *
თუკი ადრეულ ეპოქებში დედამიწაზე 40 სახეობის სპილო იყო გავრცელებული,დღეისათვის მათი სახეობების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა და მხოლოდ სამს შეადგენს – აფრიკული სავანის სპილო,აფრიკული ტყის სპილო და აზიური სპილო.
* * *
1956 წელს ცენტრალურ აფრიკაში განთავსებულ – ანგოლის რესპუბლიკაში მოკლული იქნა აფრიკული სპილო (მამრი),რომლის სიმაღლე 3,98 სანტიმეტრს,ხოლო წონა 11 000 კილოგრამს შეადგენდა.შესაბამისად,ანგოლაში მოკლული სპილო ადამიანის მიერ დღემდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი მოცულობის მქონე სპილო იყო. – (ავტორი გენია.ჯი)