რა ბედი ეწია ოლივერ კრომველის მოკვეთილ თავს?!
მას შემდგომ,რაც 1658 წლის 3 სექტემბერს 59 წლის ასაკში მუცლის ტიფის (სხვა ვერსიით სეფსისის) შედეგად უცაბედად გარდაიცვალა ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის ლიდერი და ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი – ოლივერ კრომველი (1599-1658 წლები),ხელისუფლებამ,რომელსაც სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი – რიჩარდი,იგი დიდი პატივით მიაბარა მშობლიურ მიწას. (ავტორი გენია.ჯი) დაკრძალვიდან სულ რაღაც ორიოდე თვეში მისი ცხედარი კვლავაც დიდი პატივით იქნა გადასვენებული და დაკრძალული უესტმინსტერის სააბატოში მეფეების,კანონმდებლებისა და იმ სახელოვანი ადამიანების გვერდით,რომლებმაც დიდი სახელი შესძინეს სამშობლოს.იქვე იყო დასაფლავებული მისი ახლად გარდაცვლილი ქალიშვილი – ელისაბედიც.კრომველის მიერ სიკვდილით დასჯილი მეფის – ჩარლზ I-ის ვაჟის – ჩარლზ II სტიუარტის სამეფო ტახტზე ასვლიდან სულ რაღაც სამიოდე დღეში,მამის მკვლელების მიმართ შურისძიების გრძნობით აღვსილი მონარქის ბრძანებით ოლივერის ცხედარი საფლავიდან ამოიღეს და მიდლსექსის საგრაფოში განთავსებულ სოფელ ტაიბერნში გადაასვენეს.ცნობისათვის,ეს ის ტაიბერნია,სადაც სასიკვდილო განაჩენებს აღასრულებდნენ ჯალათები.ტაიბერნში გადასვენებული კრომველის ცხედარი ჩარლზისვე ბრძანებით თავდაპირველად სახრჩობელაზე ჯაჭვებით დაკიდეს,ხოლო ჩამოხსნის შემდგომ თავი მოჰკვეთეს და იქვე,სახრჩობელის წინ განთავსებულ სპეციალურ ორმოში ჩააგდეს.გარდა კრომველისა,ჩარლზ II-მ საფლავებიდან ამოაყრევინა მამის მკვლელობაში წვლილის დამდები – ჯონ ბრედშო (ინგლისის სასამართლო სისტემის ლორდ-პროტექტორი,რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც მიესაჯა სიკვდილით დასჯა ჩარლზ I-ს) და ჰენრი აირტონი (კრომველის ქალიშვილის ქმარი),რომელთა ცხედრები სახრჩობელების სიახლოვეს იქნა დაკრძალული (რატომღაც დაინდეს და საფლავიდან არ ამოიღეს კრომველის ქალიშვილის – ელისაბედის ცხედარი).რამდენიმე ხანში კრომველის მოკვეთილი თავი მუხის სარზე წამოაცვეს და უესტმინსტერ-ჰოლის ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდეს.თავის მხრივ,უესტმინსტერ-ჰოლი გახლდათ ის ადგილი,სადაც ოდესღაც გასამართლებული იქნა ჩარლზ I.აღნიშნულ ადგილზე ოლივერის მოკვეთილი თავი მთელი 25 წლის განმავლობაში ეკიდა.
ჯეიმ II-ს მეფობის ჟამს კრომველის თავი უკვალოდ დაიკარგა.ღრმად მორწმუნე კათოლიკე მონარქი შიშობდა,რომ ოლივერის თავი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ პროტესტანტებს არ ჩავარდნოდათ ხელში და იგი ერთგვარ “წმინდა რელიქვიათ” არ ექციათ.ამის გამო მან რამდენჯერმე სცადა მოსყიდვისა და დასჯის გზით გაერკვია ვის ხელში იმყოფებოდა ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის ლიდერის თავი,თუმცა უშედეგოდ.
მას შემდგომ 200 წლის განმავლობაში ოლივერ კრომველის თავი დაკარგულად მიიჩნეოდა… თუმცა 1910 წელს ინგლისელმა სასულიერო პირმა,გვარად უილკინსონმა საჯაროდ განაცადა,რომ კრომველის თავი მის ოჯახში ინახებოდა.მალევე ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული იქნა ოლივერის თავის კვლევები,რამაც უილკინსონის განცხადების უტყუარობა დაადასტურა.ექსპერტიზის დასრულების შემდგომ კრომველის ჩონჩხად ქცეული თავი სასულიერო პირისაგან გამოსყიდული იქნა.თუ რა ბედი ეწია ყოველივე ამის შემდეგ ოლივერის თავს,ან სად არის დაცული იგი,დღეისათვის საზოგადოების ფართო მასებისათვის უცნობი რჩება. – (ავტორი გენია.ჯი)
ოლივერ კრომველის მოკვეთილი თავი (ჩანაატი)
ჯონ ბრედშო
ჰენრი აირტონი (კრომველის სიძე)
ჩარლზ II სტიუარტი
ჩარლზ II სტიუარტი