ადალბერტ შტიფტერი – “ეპიზოდი”
გამოჩენილმა ავსტრიელმა მწერალმა,პოეტმა და მხატვარმა – ადალბერტ შტიფტერმა (1805-1868 წლები),რომლის შემოქმედებასაც ძალიან დიდი შეფასებას აძლევდა თომას მანი და ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი,სილამაზით გამორჩეულ ქალზე – ამალია მოგაუპტზე 1837 წელს იქორწინა.მიუხედავად ერთმანეთის დიდი სიყვარულისა და ბედნიერი თანაცხოვრებისა,ადალბერტისა და ამალიას ბედნიერ ქორწინებას ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება აყენებდა ჩრდილს: წყვილს შვილი არ გაუჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პრობლემის გამოისობით,ისინი იძულებული გახდნენ ამალიას ნათესავი ბავშვი შვილად აეყვანათ.თუმცა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო შავმა ღრუბლებმა შტიფტერების ოჯახის თავზე თავმოყრა. 1859 წელს ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მდინარე დუნაიში აღმოჩენილი იქნა გოგონას ცხედარი,რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა,შტიფტერების შვილობილი იყო.გამოძიებამ ვერ დაადგინა ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა თუ სუიციდით მოისწრაფა სიცოცხლე.ადალბერტი გოგონას დაღუპვამ უკიდურეს დეპრესიაში ჩააგდო,რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობ შეარყია.შედეგად,დანერვოზებულმა შტიფტერმა საბოლოოდ აიღო ხელი შემოქმედებით მოღვაწეობაზე.ღვიძლის ციროზით დაავადებულმა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ადალბერტმა 1868 წლის 28 იანვარს სამართლებლით გადაიჭრა საძილე არტერია,რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. – (ავტორი გენია.ჯი)
ამალია მოგაუპტი