ვიქტორიანული ეპოქა – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,”ვიქტორიანული ეპოქის” ინგლისში (1837-1901 წლები – დედოფალი ვიქტორიას მმართველობის პერიოდი) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ადამიანთა მაღალ მორალურ თვისებებს, და ზოგადად რომ ვთქვათ – მორალს. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა,რომ ხშირ შემთხვევაში მორალური პრინციპებისათვის ბრძოლა გასაოცარ აბსურდამდეც კი მიდიოდა.მაგალითისათვის ალბათ ისიც საკმარისი იქნება,თუკი გავიხსენებთ,რომ ანტიკური ხანის უძველეს ქანდაკებებს,რომლებიც როგორც წესი,ძირითადად შიშველი სხეულის დემონსტრირებას ახდენდნენ,სპეციალურ წინსაფრებს უკეთებდნენ,რათა ამ მეთოდით დაეფარათ ქანდაკებებზე გამოსახული ადამიანის შიშველი გენეტალიები.თუმცა ყველაზე მეტ გაოცებას მორალის გამო წარმოებულ ბრძოლაში მაინც ის იწვევს,რომ ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში არსებულ ბიბლიოთეკებში კატეგორიულად იკრძალებოდა მამრობითი და მდედრობითი სქესის მწერლების წიგნების ერთ თაროზე (მითუმეტეს – გვერდიგვერდ) განთავსება.თუკი ასეთ შემთხვევას მაინც ექნებოდა ადგილი,იგი ბრიტანულ საზოგადოებაში დიდი სკანდალის გამომწვევი მიზეზი ხდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)