ანტეო ძამბონი – (15 წლის მოზარდი,რომელიც ლინჩის წესით დასაჯეს)
1926 წლის 31 ოქტომბერის კვირა საღამოს,ემილია-რომანიის რეგიონის უდიდეს ქალაქ – ბოლონიაში ვიზიტით მყოფი იტალიის ფაშისტი დიქტატორის – ბენიტო მუსოლინის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განხორციელდა. (ავტორი გენია.ჯი) შევნიშნოთ,რომ აღნიშნულმა ფაქტმა სათავე დაუდო დუჩეს პოლიტიკისადმი ოპოზიციურად განწყობილი მრავალი გაზეთის დახურვასა და ავტორიტარული რეჟიმის კიდევ უფრო განმტკიცებასა და გამკაცრებას.ფაშისტური რეჟიმის ფუძემდებელზე თავდასხმას გამოეხმაურა რომის პაპი – პიუს XI, რომელმაც მომხდარ ფაქტს “დანაშაულებრივი თავდასხმა” უწოდა და აღნიშნა,რომ იტალიელი ხალხი უფალს უნდა უმადლოდეს მუსოლინიზე წარუმატებელ თავდასხმასო.გასროლიდან რამდენიმე წუთში იტალიური არმიის კავალერიის 56 წლის ოფიცერმა – კარლო ალბერტო პაზოლონიმ დააკავა ყოფილი ანარქისტის – მამოლო ძამბონის 15 წლის ვაჟი – ანტეო ძამბონი (1911-1926 წლები).თავის მხრივ, 15 წლის მოზარდის დამკავებელი პაზოლინი იყო ისეთი სახელოვანი იტალიელი კინორეჟისორის მამა,როგორიც გახლდათ – პიერ პაოლო პაზოლინი,ავტორი საყოველთაოდ გახმაურებული კინოფილმებისა – “მედეა”,”მეფე ოიდიპოსი” და “დეკამერონი”.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მუსოლინზე თავდასხმაში ბრალდებული მოზარდი იტალიური ფაშისტური ესკადრონის წევრებმა მათი ხელმძღვანელის – ალბინო ვოლფის უშუალო მონაწილეობით ყოველგვარი სასამართლო სხდომების ჩატარების გარეშე ადგილზევე დასაჯა ლინჩის უსასტიკესი წესით,რასაც საუბედუროდ,ამ პატარა ბიჭუნას სიცოცხლე ემსხვერპლა.თუმცა ეს არ იყო ერთადერთი უბედურება და ტრაგედია,რომელიც ძამბონების ოჯახს დაატყდა თავს: დუჩეს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულისა და სასტიკად ნაწამები ბავშვის ოჯახის წევრებზე გამოცხადებული იქნა ნამდვილი ნადირობა.იტალიურმა ფაშისტურმა პროპაგანდამ ძამბონების ოჯახს საზოგადოების თვალში დამცირებისა და მიწასთან გასწორების მიზნით – “კარტოფილების ოჯახი” უწოდა.თავის მხრივ,გაცნობებთ,რომ კარტოფილებად იტალიაში მოიხსენიებდნენ ისეთ ადამიანებს,რომლებიც ერთობ დაბალი ინტელექტით გამოირჩეოდნენ.გამოძიების მიერ,რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სასამართლოს მაგისტრები აწარმოებდნენ,დაკავებული და გასამართლებული იქნენ მოკლული მოზარდის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები.მიუხედავად იმისა,რომ მათ ბრალი არაფერში არ დაუმტკიცდათ,ისინი სასამართლომ მაინც დამნაშავეებად სცნო და სხვადასხვა ზომის სასჯელებიც შეუფარდა (ორ მათგანს კი სულაც 30 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა).
ისტორიკოსთა მოსაზრებით,რომ არა 15 წლის ანარქისტად წოდებული მოზარდის – ანტეო ძამბონის არაზუსტი გასროლები მუსოლინის მიმართულებით,მსოფლიო ისტორიის ბედი კარდინალურად შეცვლებოდა და ადამის მოდგმაც უამრავ უბედურებას აიცილებდა თავიდან. – (ავტორი გენია.ჯი)
15 წლის მოზარდის – ანტეო ძამბონის საშინლად ნაწამები ცხედარი