ფრაზეოლოგია “გულის” შესახებ…
“გახსოვდეს,რომ შენი გულის ძგერა – საუკეთესო მელოდიაა დედამიწაზე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ნებისმიერ გულთან მისასვლელი ყველაზე მოკლე გზა – გულახდილობაზე გადის”. – ოლეგ როი
* * *
“ყველა ეროვნებისა და დროის ადამიანებმა პიროვნების სიმბოლოდ გული აღიარეს.ამიტომ არის,რომ საყვარელი ადამიანის გულს ხალხი არავის უთმობს”. – ჯემალ გედენიძე
* * *
“უნდა აღვფრთოვანდეთ ფიზიკური გულით,მისი საუცხოო და სრულყოფილი მექანიზმით,რომლის პირველი მოძრაობა წინ უსწრებს დაბადებას,უკანასკნელი დაკვრა კი სიკვდილის მაუწყებელია.დაუღალავად,დღე და ღამე შეუსვენებლად ფხიზლობს იგი მთელი ორგანიზმის საკეთილდღეოდ და როდესაც ყველა ორგანო,რომლებიც მისი წყალობით ცოცხლობდნენ,იკვებებოდნენ და თავს იცავდნენ,წყვეტს მოქმედებას,მხოლოდ მაშინ წყდება გულისცემა,ჩაძირული გემის კაპიტნის მსგავსად,რომელიც ყველა მგზავრის შემდგომ უკანასკნელი მიდის ზღვის მორევში”. – უიშარი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბოროტ გულთან ერთად არა მხოლოდ სიცოცხლე ჭირს,არამედ სიკვდილიც”.
* * *
“გული ყველაზე ძვირფასია მათ შორის,რითაც ცხოვრობს ადამიანი”. – ნიკოლოზ ამოსოვი
* * *
“თავისგან განსხვავებით გულმა ყოველთვის იცის რას აკეთებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საჭიროა გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ გულს,არამედ სხვათა გულებსაც”.
* * *
“გულს ნაოჭები არასოდეს უჩნდება – ესე იგი,არც ბერდება”.
* * *
“ძველი ეგვიპტის პაპირუსებში სიცოცხლის სიმბოლოდ გულია გამოხატული და მორწმუნენიც სულის ამქვეყნიურ ადგილსამყოფელად ამ პატარა მუდმივ “ძრავას” მიიჩნევენ”. – (ავტორი გენია.ჯი)