მარკუს ანტონიუსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,რომის რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის პროცესში უდიდესი წვლილის დამდები ძველი რომის ტრიუმვირი – მარკუს ანტონიუსი (ძვ.წ.აღ-ით 83-30 წლები) ერთობ გულუხვობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ მეგობრებისა და რომაელი ლეგიონერების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს ანტონიუსმა ქვეშევრდომს,რომელსაც ფინანსთა განკარგვა ევალებოდა,უბრძანა,რომ თავისი ერთ-ერთი მეგობრისათვის ჯილდოდ გადასაცემად იმ პერიოდისაათვის უზარმაზარი თანხა – 250 000 დინარი გაემზადებინა.ფინანსთა გამგებელი მარკუსის ასეთმა ბრძანებამ ერთობ გააოგნა,თუმცა ბრძანება დაუყონებლივ აღასრულა.მიუხედავად ბრძანების აღსრულებისა,მან ეშმაკობა იხმარა და ანტონიუსის მეგობრისათვის ძღვნად გადასაცემი “დეკიესი” (ასე უწოდებდნენ რომაელები 250 000) სპეციალურად საჩვენებელ ადგილას განათავსა,რათა მარკუსს საკუთარი თვალით ეხილა,თუ რაოდენ დიდი რაოდენობის თანხას გასცემდა ხაზინიდან მეგობრისათვის.მას შემდგომ,რაც რომის ტრიუმვირმა ფინანსთა გამგებლის მიერ საჩვენებელ ადგილას დაწყობილ ფულს გვერდი ჩაუარა,იკითხა,რა მიზნისათვის იყო განკუთვნილი ეს ფული.ფინანსთა განმკარგველმა ანტონიუსს უპასუხა,რომ ეს სწორედ ის თანხა გახლდათ,რომელიც მმართველმა თავისი მეგობრის დასაჯილდოებლად გამოყო.ანტონიუსი კარგად მიუხვდა ფინანსთა გამგებელს ეშმაკურ საქციელს,მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თავადაც ერთობ ეშმაკურად მოექცა მას: ” – ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი,რომ დეკიესი ასე ცოტა იქნებოდა! დაუმატე კიდევ ერთი ამდენი!” – უბრძანა ანტონიუსმა ქვეშევრდომს და გზა განაგრძო. – (ავტორი გენია.ჯი)