ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის “სიმფონია № 9″ – (ეპიზოდი)
უკვე რამდენიმე ათწლეულია,რაც “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,ერთი არაჩვეულებრივი ტრადიციაა დამკვიდრებული – ყოველი წლის დეკემბრის თვეში იმართება უჩვეულო კონცერტი,რომელშიაც პროფესიონალ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას იღებს 10 000 პროფესიონალი სოლისტისაგან დაკომპლექტებული გუნდი,რომლებიც ასრულებენ გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ 1824 წელს დაწერილ – “მეცხრე სიმფონიას”. (ავტორი გენია.ჯი)
ბეთჰოვენის უკანასკნელი სიმფონიის კოლექტიური შესრულების ტრადიციას იაპონიაში სათავე 1947 წელს ჩაეყარა და ამის ინიციატორს იაპონიის სიმფონიური ორკესტრი წარმოადგენდა.მოგვიანებით,აღნიშნულ ორკესტრს სამურაების სამშობლოში არსებული სხვა ორკესტრებიც შეუერთდნენ.სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,დეკემბრის თვეში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამართულ კონცერტებზე საშუალოდ 70-ზე მეტჯერ ასრულებენ გერმანელი კომპოზიტორის უკვდავს ქმნილებას.თუმცა “სიხარულის ოდად” წოდებული “მეცხრე სიმფონიის” ყველაზე მასობრივი შესრულება გერმანულ ენაზე მაინც ქალაქ ოსაკაში ეწყობა,სადაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 10 000 პროფესიონალი მუსიკოსი იღებს ერთდროულად მონაწილეობას.საკონცერტო მზადების პერიოდი ანუ რეპეტიციები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი “მეცხრე სიმფონიის” ესოდენ პოპულარობისა იაპონიაში,გახლვათ ის,რომ “ამომავალი მზის” ქვეყნის შვილებში იგი – ახალი სიცოცხლის დასაწისთან სიმბოლირდება. – (ავტორი გენია.ჯი)