ალექსანდრე ორბელიანი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,საქართველოში რუსეთის იმპერიის ძალადობრივი მმართველობის წინაამდეგ 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთ უმთავრეს ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს წარმოადგენდა ერეკლე II-ის შვილიშვილი – ალექსანდრე ორბელიანი (1802-1869 წლები),რომელიც თავისი პატრიოტული ქმედებებისა და შეხედულებების გამო დაპატიმრებული და გადასახლებული იქნა ორენბურგში.რამდენიმეწლიანი გადასახლების შემდგომ (1840 წელს) ალექსანდრე სამშობლოს დაუბრუნდა,თუმცა მისი პიროვნების მიმართ ინტერესი იმპერიის ხელისუფლებას მაინც არ განელებია.რის გამოც იგი გამუდმებული თვალთვალისა და შევიწროების ქვეშ იმყოფებოდა.დიდი ქართველი მგოსნის – აკაკი წერეთლის გადმოცემით,ზემოაღნიშნულის გამო ორბელიანი იმდენად ფრთხილობდა თურმე,რომ,როდესაც ქართველი ახალგაზრდები გარდასული ამბების მოყოლას სთხოვდნენ,დიდი ქართველი პატრიოტი სიფრთხილის მიზნით სანთლებს აქრობდა,ხურავდა დარაბებს და ჩურჩულით მოუხრობდა მათ სიმართლეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>