სად გაუჩინარდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველი დროშა?!
1920 წელს ბელგიის ულამაზეს ქალაქ ანტვერპენში ჩატარებული იქნა ზაფხულის VII ოლიმპიური თამაშები.მას შემდგომ,რაც ოლიმპიადა იქნა დასრულებული,ყველასათვის მოულოდნელად,ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – “ოლიმპიური დროშა” – გაუჩინარდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,ეს ის პირველი ოლიმპიური დროშა გახლდათ ისტორიაში,რომელიც ათენის I ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებამდე ჩათვლით პერიოდებში იყო აღმართული ამა თუ იმ ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქების სტადიონებზე.სრული 77 წლის განმავლობაში არავინ უწყოდა სად გაქრა და რა ბედი ეწია პირველ ოლიმპიურ დროშას. 1997 წელს ოლიმპიურმა კომიტეტმა საზეიმო ბანკეტი გამართა,სადაც სხვა სახელოვან ოლიმპიელებთან ერთად მიწვეული იქნა ყველაზე ხანდაზმული ოლიმპიელი (ამერიკელი წყალში მხტომელი) იმ პერიოდისათვის – ჰეიგ პრისტიც (1896-2001 წლები).თავის მხრივ შევნიშნოთ,რომ პრიტსმა ანტვერპენში 1920 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს საპატიო მედალი მოიპოვა 10 მეტრი სიმაღლიდან წყალში ხტომაში.ბანკეტის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა 100 წლის ასაკში მყოფ ჰეიგს ჰკითხა,საქმის ყურში იყო თუ არა პირველი ოლიმპიური დროშის გაუჩინარების თაობაზე,რაზეც მისგან მეტად გამაოგნებელი პასუხი მიიღო – “არა მხოლოდ საქმის ყურში ვარ,არამედ იგი ჩემს ძველ ჩემოდანში ინახებაო”.
როგორც შემდგომში გაირკვა,ჰეიგ პრისტმა პირველი ოლიმპიური დროშა გუნდში თავისი კოლეგების წაქეზებითა და ხელშეწყობით მოიპარა ანტვერპენის ოლიმპიადის დასრულებისთანავე. 2000 წელს ამერიკელი სპორტსმენის მიერ მოპარული დროშა სპეციალური ცერემონიალის თანხლებით შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში განთავსებულ ოლიმპიურ მუზეუმში გადაიტანეს,სადაც დღემდეა დაცული. – (აქვტორი გენია.ჯი)
ჰეიგ პრისტი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველი დროშით ხელში
ლოზანას ოლიმპიურ მუზეუმში დაცული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველი დროშა