ჰაინრიხ ნეიჰაუზი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტმა გერმანული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ საბჭოთა პიანისტსა და პედაგოგს – ჰაინრიხ ნეიჰაუზს (1888-1964 წლები) ჰკითხა:
- ნუთუ პიანისტსათვის აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში ფორტეპიანოზე?
- დიახ,რა თქმა უნდა,აუცილებელია.
- რატომ?
- საკუთარი მაგალითით რომ აგიხსნათ,თუკი ერთი დღე ჩავაგდე და არ ვივარჯიშე,ამას უმალვე საკუთარ თავზე ვგრძნობ.ორ დღეს რომ არ ვივარჯიშო – ამას ჩემი თითები გრძნობენ,ხოლო სამი და ოთხი დღე რომ არ წავივარჯიშო – ამას ყველაზე უკეთ პუბლიკა იგრძნობს და შევრცხვები. – უპასუხა მაესტრომ. – (ავტორი გენია.ჯი)