შარლ ბოდლერი – “ეპიზოდი”
1821 წლის 9 აპრილს დაიბადა XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი,ესეისტი და კრიტიკოსი – შარლ ბოდლერი.ესთეტიკური დეკადენსისა და სომბოლიზმის ფუძემდებელი ბუმბერაზი ატარებდა გრძელ თმას,რომელსაც ხშირად იღებავდა,ისევე როგორც იღებავდა ფრხილებს. (ავტორი გენია.ჯი) უყვარდა ვარდისფერი ხელთათმანების ტარება.გაურბოდა მზეს და იზიდავდა დღის ის დრო,როდესაც დედამიწაზე ბინდი ისადგურებდა.წერდა მწუხარებითა და სევდით აღსავსე ლექსებს ცხოვრებისეული სირთულეებისა და დაბრკოლებების შესახებ,რომლებთანაც გამკლავება ან არ ძალუძდა,ან კიდევ არ იცოდა როგორ გადაელახა ისინი.ალბათ ამიტომაც წერდა ბოდლერი: “საჭიროა ყოველთვის იყოთ მთვრალი.ამაში ძევს ყველაფერი,ამაში ძევს ერთადერთი ხსნა.იმისათვის,რომ არ იგრძნოთ ულმობელი დროის საშინელი ზეგავლენა და ზეწოლა,რომელსაც ძალუძს თქვენი მხრების დამსხვრევა და ბეჭებით მიწაზე გაკვრა,საჭიროა მუდმივად მთვრალი იყოთ,ყოველგვარი შესვენების გარეშე.მაგრამ,რით უნდა იყოთ მთვრალი? ღვინით,პოეზიით,კეთილშობილებით, – ერთი სიტყვით,რითაც არ უნდა იყოს,მაგრამ უნდა იყოთ მთვრალი”.
ბოდლერი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება – პოეზიით,ნარკოტიკებითა და სიყვარულით გახლდათ მთვრალი,მაგრამ დროის დამარცხება,ისევე როგორც სხვა ბუმბერაზებმა,მანაც ვერ შესძლო… – (ავტორი გენია.ჯი)