ჰელმუტ კოლი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დასავლეთის დაჯგუფების გერმანიიდან გაყვანისათვის ქვეყნის ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირს თანამედროვე კურსით – 4 მილიარდი ევრო გადაუხადა კომპენსაციის სახით. (ავტორი გენია.ჯი) გერმანიისათვის ამ უმნიშვნელოვანეს შეთანმებას საბჭოთა გენსკეთან – მიხეილ გორბაჩოვთან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა – ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლმა მიაღწია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა – ჰერიბერტ შვანმა ჰელმუტ კოლთან ინტერვიუ ჩაწერა (მოგვიანებით წიგნიც გამოქვეყნა,სახელწოდებით – “კოლის პროტოკოლები”),რა დროსაც სხვა საინტერესო და მნივნელოვან დეტალებთან ერთად გერმანიის ექს-კანცლერი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის საკითხსაც შეეხო: “ის თანხა,რომელიც ჩვენ გადავიხადეთ,სრულებითაც არ არის ბევრი! გორბაჩოვს რომ ეთქვა: მომეცით ასი მილიარდი და მიიღებთ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასო, – ჩვენ ასეც მოვიქცეოდით.რა არის ასი მილიარდი გერმანიის ამოსავლური მიწებისათვის,როდესაც მისი წლიური ბიუჯეტი 500 მილიარდს უტოლდება? დიახ,შეიძლება თამამად ითქვას,რომ ჩვენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ბუტერბროდის ფასი დაგვიჯდა!” – (ავტორი გენია.ჯი)
მიხეილ გორბაჩოვი და ჰელმუტ კოლი