ვასილ ბარნოვი წერდა…
“ისე, სხვათაშორის თუ ვიტყვით, უცხოური საჩუქრები თუ სამკაულები ძველთაგანვე ჰყვარებიათ ჩვენში, შაჰთა თუ ყაენთა საბოძვარისთვის, ხალათისთვის, უცხო ქვეყნებიც ურბევიათ, თავიანთთვისაც არ დაუყრიათ ხეირი.მერე მედლები შეჰყვარებიათ, ბრჭყვიალ-კრიალით მოსჭრიათ თვალი. აღა-მაჰმად-ხანი გაოცებულა, ნეტავი ისეთი რა საბოძვარი გამოუგონია რუსთ სახელმწიფოსა, ქართველები რომ გამოგვტაცაო; უნახავს და მერე უფრო გაოცებულა, ტყვედ შეპყრობილი თავადის გულზე უნახავს: ეს არისო, – შეუძახნია, – ამისათვის გადამიდექით, ხალათი არ გერჩივნათ, სიშიშვლეს მაინც დაიფარავდითო”. – (ავტორი გენია.ჯი)