კანტალუპა

კანტალუპა – წარმოადგენს გოგრისებრთა ოჯახის მცოცავ მცენარეს,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ მეორე სახელწოდებითაც – “სპარსული ნესვი”.ამ უტკბესი და არომატული ნესვის ნაირსახეობის მცენარემ თავისი სახელწოდება ოდესღაც რომის პაპების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი იტალიური ოლქისაგან (კომუნისაგან) – კანტალუპო-ინ-საბინასგან მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,კანტალუპა რომის პაპს,როგორც სადესერტო ტკბილეული,სომხეთიდან (თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის აღმოსავლეთი ნაწილი) ჩაუტანეს და სწორედ ამ პერიოდიდან უწოდეს კიდეც მას ის სახელწოდება,რომლითაც დღეისათვის მოვიხსენიებთ.თავის მხრივ,რომის პაპს იმდენად მოეწონა საოცარი სიტკბოსა და არომატის შემცველი ნესვი,რომ პონტიფიკოსის ბაღებში დაწყებული იქნა მისი მასიური კულტივიზაცია.თუმცა კი უნდა შევნიშნოთ,რომ კანტალუპას სამშობლოდ,სავარაუდოდ,ორ რეგიონს განიხილავენ – აზიას (ირანი და ინდოეთი) და აფრიკის კონტინენტს.ევროპის მასშტაბით აღნიშნული მცენარე პირველად მოხსენიებული იქნა ინგლისურ ლიტერატურაში 1739 წელს. 1890 წელს კი იგი ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩაიტანეს.კანტალუპას ნაყოფის სიგრძე 15-25 სანტიმეტრია.მასა 500 გრამიდან 5 კილოგრამამდე მერყეობს.მისი შიდა გარსი ფორთოხლისფერია და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ერთობ ტკბილი და არომატული გემოთი გამოირჩევა.რადგანაც კანტალუპას კანი რბილი ქსოვილებით არის გამორჩეული,მისი ხანგრძლივი დროით ტრანსპორტირება ან შენახვა,არ შეიძლება.კანტალუპას ზედაპირი შეიცავს ისეთ მავნე ბაქტერიას,როგორიც არის – სალმონელა.ამის გამო,სანამ ნესვის დაჭრას დავიწყებდეთ,რეკომენდირებულია ზედაპირის საგულდაგულოდ გასუფთავება.დღესდღეობით კანტალუპა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კანტალუპას გარე ზედაპირი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>