პალ ერდიოში – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ უნგრული წარმომავლობის მქონე გენიალური მათემატიკოსი – პალ ერდიოში (1913-1996 წლები),რომელმაც ყველაზე უფრო მეტი ნაშრომი გამოქვეყნა მათემატიკაში,ვიდრე სხვა ნებისმიერმა მათემატიკოსმა ისტორიაში,ისეთ რეკრეაციულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე გახლდათ დამოკიდებული,როგორიცაა – ამფეტამინი. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მას შემდგომ,რაც ერდიოში ამფეტამინის მასიურად მომხმარებელი გახდა,აღნიშნული ნივიერების მიღების გარეშე ამ გენიალური მათემატიკოსის სამეცნიერო მუშაობის მარგი კოეფიციენტი ნულს უტოლდებოდა.ამას ადასტურებს ერთი პატარა ისტორიაც,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ.
ერთ დღეს ერდიოში თავის ერთ-ერთ კოლეგას იმის შესახებ დაენიძლავა,რომ მომდევნო თვის განმავლობაში საკუთარ თავს სძლევდა და ამ საშინელ ნარკოტიკულ საშუალებას არ მოიხმარდა.მიუხედავად უდიდესი აბსინენციური სინდრომისა,იგივე – ლომკისა,პალმა თავისი სიტყვა გულისხმიერად შეასრულა და ეს ურთულესი გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.თუმცა სამეცნიერო თვალსაზრისით,ის თვე,რომელშიც ერდიოშს ამფეტამინი არ მოუხმარია,უნგრელი მათემატიკოსისათვის აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა.აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ სანამ სანაძლეოს აღსრულების ჟამი დადგებოდა,წინა საღამოს პალმა თავის სამუშაო მაგიდაზე ერთადერთი სუფთა ფურცელი დადო ახალი მათემატიკური ფორმულებისა და იდეების აღსანუსხავად… ერთი თვის გასვლის შემდგომ ერდიოშის მაგიდაზე კვლავაც სუფთა ფურცელი იდო. – (ავტორი გენია.ჯი)