იური გაგარინი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც საბჭოთა მფრინავმა-კოსმონავტმა - იური გაგარინმა 1961 წელს პირველმა დალაშქრა კოსმოსი,საბოთა კავშირის გმირის წოდებასთან ერთად ქვეყნის ხელისულებისაგან ჯილდოს სახით საჩუქრად მიიღო სპეციალურად მისთვის დამზადებული შავი ფერის ავტომობილი – “გაზ 21″ (ვოლგა) სარეგისტრაციო ნომრით – 78-78 МОД. (ავტორი გენია.ჯი) ლურჯი სალონის მქონე აღნიშნული ავტომობილი სხვა ანალოგიური მოდელებისაგან (თუ მხედველობაში არ მივიღებთ 1965 წელს გამოშვებულ მარჯვენა საჭიან და ავტომატური გადამცემი კოლოფის მქონე “გაზ 21 პ”-ეს საექსპორტო ვარიანტს) იმით განსხვავდებოდა,რომ ბევრად უფრო გაუმჯობესებული და კომფორტული გახლდათ.მიუხედავად ამისა,იური გაგარინი ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აღმოჩნდა: საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ საკაცობრიო ისტორიაში კოსმოსის პირველ დამლაშქვრელ კოსმონავტს,რომელმაც პილოტირებული კოსმოსური ხომალდი – “ვოსტოკ 1″ ორბიტაზე გაიყვანა – მართვის მოწმობა არ გააჩნდა (გაგარინმა მართვის მოწმობა მოგვიანებით აიღო) – (ავტორი გენია.ჯი)