მარკუს ტულიუს ციცერონი – “ეპიზოდი”
გენიალური ძველი რომაელი პოლიტიკური მოაზროვნე,ფილოსოფოსი,ორატორი და ადვოკატი – მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ.წ.აღ-ით106-43 წლები) საბერძნეთში მოგზაურობისას სახელოვან ძველ ბერძენ რიტორს – აპოლონიუსს შეხვდა. (ავტორი გენია.ჯი) ციცერონი შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ ენას,ხოლო აპოლონიუსს რომაელთა ენის არა გაეგებოდა რა. და რადგანაც ამ ორ უდიდეს რიტორს ერთმანეთში საერთო ენა უნდა გამოენეხათ,აპოლონიუსმა ციცერონს სთხოვა მასაც ბერძნულ ენაზე ესაუბრა.მარკუსი კოლეგის თხოვნას დიდსულოვნად დაყაბულდა და ბრწყინვალე მჭერმეტყველებით მოხიბლა თანამოსაუბრე.როდესაც ციცერონი საუბარს მორჩა,აპოლონიუსი რამდენიმე ხნით ჩაფიქრებული იჯდა, და როდესაც ფიქრიდან გამოერკვა,ციცერონის ცოდნის დონითა და ორატორული ხელოვნებით მოხიბლულმა ძველ რომაელ გენიოსს დანანებით მიმართა: ” – თქვენ ნამდვილად ქების ღირსი ხართ,ციცერონ.თქვენმა მჭერმეტყველებამ მე აღმაფრთოვანა.თუმცა-კი უცილობლად უნდა შევნიშნო,რომ საბერძნეთზე ძალიან გული დამწყვიტა,რადგან ის უპირატესობა და ჩვენი ხალხის უკანასკნელი დიდება,რომელიც გააჩნდა ბერძნებს – განათლების,ბრწყინვალე ფილოსოფიური აზროვნებისა და ორატორული ხელოვნების ფლობის მხრივ,თქვენი უშუალო დამსახურებით რომაელების მხარეზე გადადის”. – (ავტორი გენია.ჯი)