ივანე კოზლოვსკი – “ეპიზოდი”
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტისა და ოპერის მომღერლის – ივანე კოზლოვსკის (1900-1993 წლები) დიდი ხნის უცნებას საზღვარგარეთ მოგზაურობა და უცხო ქვეყნების მონახულება წარმოადგენდა.მაგრამ იმ პერიოდისათვის უცხოეთში საბჭოთა მოქალაქეების ვიზიტები (თუ არ ჩავთვლით დიპლომატიურ ვოიაჟებს) ხელისუფლების ძალისხმევით,ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ კოზლოვსკიმ გადაწყვიტა,რომ საზღვარგარეთ მოგზაურობის ნებართვა თავად საბჭოთა გენსეკის – იოსებ სტალინისაგან მიეღო,რის გამოც ბელადს ეახლა:
- ამხანაგო სტალინ,ჩემი ოცნება ყოველთვის გახლდათ უცხოეთში მემოგზაურა.გამეცნო სხვადასხვა ხალხების კულტურა,ტრადიცია,ხელოვნება.თუმცა,ჩემდა სამწუხაროდ,ამის საშუალება არასოდეს მომცემია.ჩემი დიდი თხოვნა იქნება თქვენდამი,რომ დამრთოთ ნება ჩემი ოცნების აღსრულებისა. – უკიდურესი მოკრძალებითა და თხოვნით მიმართა კოზლოვსკიმ სტალინს.
- მერედა იქ არ დარჩებით? – იჭვნეულად იკითხა ბელადმა.
- რას ამბობთ,ამხანაგო სტალინ,ჩემი მშობლიური სოფელი მთელ უცხოეთზე ძვირფასია ჩემთვის.
- ყოჩაღ,მართალი ხართ. და თუკი ეს ასეა,მაშინ დაუყონებლივ გაემგზავრეთ თქვენს მშობლიურ სოფელში. – ამ სიტყვებით განუცხადა უარი უცხოეთში გამგზავრებაზე სტალინმა სახელოვან ოპერის მომღერალს. – (ავტორი გენია.ჯი)