აკაკი წერეთელი წერდა…

“ყოველ ქვეყანაში,ყოველ ხალხისაგან გარდა ველურისა,მიღებულია,რომ თავიანთი გამოჩენილი შვილების 25 წლის მოღვაწეობა იდღესასწაულონ ხოლმე.ამ დღესასწაულს ეძახიან “იუბილეს”.ჩვენ,ქართველები არ მივდევთ ამ ჩვეულებას,ალბათ იმიტომ,რომ 25 წელიწადი არ მიგვაჩნია საკმარისად და მეტსა ვთხოულობთ.

კეთილი და პატიოსანი!.. მაგრამ დღეს გამოდის,რომ 50-იც თურმე არ კმარა და ასე უნდა იყოს! ცხადია,რომ ეს დროის გაჭიანურება,ნამეტანი სურვილითა და უზომო სიყვარულით მოგვდის: ისე გვიყვარს ჩვენ,ჩვენი მოღვაწეები,რომ სასიკვდილოდ არ გვემეტებიან,სულგრძელობით მოველით და ვუცდით საუკუნის შესრულებას და ის ანდაზა კი გვავიწყდება,რომ ჩვენს სულგრძელობას ჩემი დღეგრძელობაც ეჭირვებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>