ალექსის დე ტოკვილი – “რა არის ამერიკისა და რუსეთის უმთავრესი დანიშნულება?”

გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი და საფრანგეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი – ალექსის დე ტოკვილი (1805-1859 წლები),რომელსაც 1849 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა,ამერიკისა და რუსეთის უმთავრესი პოლიტიკური მისწრაფების შესახებ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წერდა:

“ამერიკელი ებრძვის იმ წინააღმდეგობებს,რომლებსაც ბუნება წარმოშობს; რუსი ებრძვის ადამიანებს.ერთი ეომება უდაბნოებსა და ბარბაროსობას,მეორე ცივილიზაციას; ამიტომ ამერიკელთა მონაპოვარი მიწათმოქმედის გუთნად გადაიქცევა,რუსის მონაპოვარი კი – ჯარისკაცის მახვილად.

თავისი მიზნის მისაღწევად ერთი ეყრდნობა პირად ინტერესებს და პიროვნებას ანიჭებს მოქმედების თავისუფლებას იმდენად,რომ არ შეიზღუდოს ცალკეული ინდივიდის ძალა და გონება.

მეორე საზოგადოების ყველა ძალას ერთ ადამიანში აქცევს.

ერთისთვის მოქმედების მთავარი საშუალება თავისუფლებაა,მეორისათვის – მორჩილება.

სხვადასხვაა მათი ამოსავალი წერტილები,სხვადასხვაობენ მათი გზებიც,მაგრამ წინასწარგანგებულების საიდუმლო ნებით თითოეული მათგანის დანიშნულებაა ოდესმე ხელთ იგდონ ნახევარი მსოფლიოს ბედი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>