დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ,რატომ ეწოდა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორისა და ვენის კლასიკური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის – ფრანც იოზეფ ჰაიდნის (1732-1809 წლები) მიერ 1791 წელს დაწერილ “96-ე სიმფონიას” – “სასწაული”? - (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: მას შემდეგ,რაც ჰაიდნის მიერ დაწერილი “96-ე სიმფონია” გენიალურად იქნა შესრულებული,დარბაზში მყოფმა აღფრთოვანებულმა პუბლიკამ ავტორისადმი პატივისცემის გამოხატვის ნიშნად,გამაყრუებელი აპლოდისმენტების ფონზე – სცენაზე გადაინაცვლა.სწორედ ამ დროს,ყველასათვის მოულოდნელად,საკონცერტო დარბაზის ჭერიდან უზარმაზარი ჭაღი ჩამოვარდა და პარტერის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ სავარძლებს დაეცა.საბედნიეროდ,იმ დროს,ადგილი,სადაც ჭაღი დაეცა,მსმენელისაგან დაცლილი იყო,რადგან იქ მდჯომმა პუბლიკამ სხვათა მსგავსად,ჭაღის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წამით ადრე პარტერი დატოვა და სცენაზე გადაინაცვლა.იმან,რომ შემთხვევას მსხვერპლი სასწაულებრივად არ მოჰყოლია,განაპირობა ჰაიდნის მუსიკალური ნაწარმოების სახელი და “96-ე სიმფონიას” – “სასწაული” ეწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)