ფრანც იოზეფ ჰაიდნი – “ეპიზოდი”
“პროფესიული ქმედუუნარობის” საბაბით მუსიკალური გუნდიდან დათხოვილი ახალგაზრდა ავსტრიელი მუსიკოსი – ფრანც იოზეფ ჰაიდნი (1732-1809 წლები) იძულებული გახდა სხვადასხვა პროფესიებით დაკავებულიყო.იმისათვის,რომ საარსებო წყარო მოეძიებინა,თავდაპირველად,ფრანცმა ვენელი კომპოზიტორის – ნიკოლა პორპორას მსახურად დაიწყო მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) შემდეგ ქუჩის მუსიკოსადაც იქცა… ახალგაზრდა მოხეტიალე მუსიკოსს უკიდურესი სიდუხჭირის გამო,მრავალი ღამის გათენება სახლების სხვენებზე უწევდა.ხშირ შემთხვევებში კი,ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არსებული ბაღებისა და პარკების სკამებზეც ათევდა ღამეებს.მიუხედავად ამისა,ჰაიდნი,რომელმაც შესანიშნავად უწოდა თავისი გენიალური მუსიკალური შესაძლებლობების შესახებ,იმედს მაინც არ კარგავდა და ხუმრობანარევი სარკაზმით ამბობდა: “მე რომ ნიჭი გამაჩნდეს – უმალვე მაღიარებდნენ.მაგრამ როგორც ჩანს, – მე ნამდვილი გენიოსი ვარ! გენიოსებს კი,როგორც ცნობილია,თავდაპირველად ვერაფერს უგებენ და არც წყალობენ.სამწუხაროდ,ასეა ყველგან ცხოვრება მოწყობილი… და ასეა ჩვენშიც”. – (ავტორი გენია.ჯი)