ძალიან საყურადღებო ამონარიდი ნინო ბერიას (გეგეჭკორის) უკანასკნელი ინტერვიუდან…
“ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.ღმერთი ყველას უმართავს ხელს,ვინც კი საკუთარი ერის კეთილდღეობისა და ბედნიერებისათვის იღწვის.უცილობლად გასათვალისწინებელია,რომ სხვა ერის შვილები არასოდეს აფასებენ სათანადოდ უცხოელის დამსახურებას მათი ერის წინაშე,რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს იგი.აი,ავიღოთ,თუნდაც სტალინი,ორჯონიკიძე,ჩხეიძე,წერეთელი,გეგეჭკორი,ბერია და მრავალი სხვა.მათ რეალურად სჯეროდათ,რომ რაღაც დიადი მიზნისათვის იბრძოდნენ კაცობრობისათვის. და, რა გამოვიდა აქედან? მათმა მოღვაწეობამ თავიანთ სამშობლოს არავითარი დადებითი შედეგი არ მოუტანა.ხოლო იმ ერმა კი,რომელსაც ისინი გადაეგნენ,მათი წარმატებული შრომის შედეგები არ მიიღო.სწორედ ამიტომ დარჩნენ ისინი საბოლოო ჯამში – “უსამშობლო ადამიანებად”.ასე დაემართება ყველას,ვინც უარს იტყვის საკუთარი ერის ინტერესების დაცვაზე სხვა ერის ინტერესების სასარგებლოდ.ეს მაგალითად უნდა მიიღონ თანამედროვე ეპოქის პოლიტიკურმა მოღვაწეებმა”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,საბჭოთა მაღალჩინოსნების მეუღლეებს შორის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული ნინო ბერია (გეგეჩკორი) ლავრენტი ბერიას მეუღლე გახლდათ.