ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
“ხე მეხივით გაიღებს ტკაცანს,თითქოს ხერხემალში გადატყდაო.ზეზეა ჯერ კიდევ,ერთს შეტრიალდება ადგილზე და მერე გადაქანდება დასაწოლად.მიდის და ლეწავს ყველაფერს,რაც დახვდება გზაზე.ფოთოლი ქშინავს,ტოტებს ლიწინ-ლიწინი გააქვს – იმტვრევა ტოტები და იმიტომ.ისეთი ხმა გამოდის,ამირანი რომ კვდებოდეს და სიკვდილის წინ ამოიოხროს. (ავტორი გენია.ჯი) დაასკდება მიწას – შეინძრევა ნიადაგი,დაიზანზარებს ყველაფერი.თვითონ ბუყუნს გამოიღებს – კაი მაგარ ვაჟკაცს მუშტი რომ შემოუკრავს მკერდში,იმისთანა ბუყუნს,ოღონდ ათასჯერ უფრო დიდს, და მიჩუმდება ყველაფერი – დავყრუვდი,იფიქრებ.გდია ხე საცოდავად,იმწამსვე ჩაკიდებს თავს ფოთლები.სიჩუმეა ისეთი,წყვდიადში გეგონება თავი.დიდი სიჩუმეა ძალიან! ამის ყურება უყვარდა დათას… რადგან თვით იყო დათა წასაქცევად შეტრიალებული ხე”. (ავტორი გენია.ჯი)