არტურო ტოსკანინი ამბობდა…
ფენომენალური მეხსიერებისა და სმენის მქონე XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსი და დირიჟორი – არტურო ტოსკანინი (1867-1957 წლები) ამბობდა:
“ერთსა და იმავე დღეს, ჩემს ცხოვრებაში – პირველად ვაკოცე ქალს და პირველად მოვწიე სიგარეტი. მას შემდეგ აღარასოდეს დამრჩენია დრო – სიგარეტის მოსაწევად”. – (ავტორი გენია.ჯი)