იან ასელინი – “შეშინებული გედი”
“შეშინებული გედი” – წარმოადგენს ნიდერლანდულ სახვით ხელოვნებაში ოქროს საუკუნედ წოდებული ეპოქის დიდი ნიდერლანდელი მხატვრის,პეიზაჟისტის,ანიმალისტისა და ბატალისტის – იან ასელინის (1610-1652 წლები) მიერ 1650 წელს ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ დიდებულ ტილოს. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 144 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 177 სანტიმეტრი.”პატარა თევზის” მეტსახელით წოდებულმა ასელინმა,რომელიც ცნობისათვის,”გადამფრენი ფრინველების საზოგადოების” წევრი გახლდათ (კათოლიკურ რომში ჩრდილოეთის ქვეყნებიდან ჩასული იმ უცხოელი მხატვრების მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოება,რომელთა უმთავრესი მიზანი “მარადიულ ქალაქში” არსებული შედევრების გაცნობა და თავიანი ხელოვნების დახვეწა-სრულყოფა იყო),ტილოზე ასახა აგრესიულ პოზაში მყოფი გედი,რომელიც საგულდაგულოდ ცდილობს ბუდეში განავსებული კვერცხების დაცვას მის წინაშე მდგომი ძაღლისაგან.გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – რემბრანდტის მეგობარმა ასელინმა “შეშინებული გედი” სახელოვანი ნიდერლანდელი სახელმწიფო მოღვაწისა და გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის მმართველის – იან დე ვიტის ერთგვარ ალეგორიად შექმნა,რომელიც თავის მხრივ,მაქსიმალურად ცდილობდა ინგლისელთა კოლონიალურ მისწრაფებებს აღდგომოდა წინ თავისი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
როგორც ცნობილია,გედები აგრესიულობით გამორჩეული ფრინველები არ არიან და სწორედ ამიტომ წარმოგვიდგინა მხატვარმა გედის სახით გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა,რომელიც ნიდერლანდურ ნაციონალიზმთან სიმბოლირდება.იგი ძაღლის მხრიდან (ინგლისელებისაგან) მოსალოდნელი საფრხისაგან თავგამეტებით იცავს საკუთარ ბუდეს ანუ – სამშობლოს. (ავტორი გენია.ჯი) თუ კარგად დავაკვირდებით სურათს,დავინახავთ ძაღლის თავს ზემოთ განთავსებულ წარწერას: “შტატების მტერი”,გედის ქვემოთა ნაწილში მდებარე წარწერაა: “დიდი პენსიონარია”,ხოლო ერთ-ერთ კვერცხზე კი აწერია: “ნიდერლანდები”.საყურადღებოა,რომ სამივე წარწერა ტილოს დახატვიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ იქნა სურათზე გაკეთებული ტილოს ახალი მფლობელის მიერ.ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ იან დე ვიტის სასტიკი მკვლელობა 1672 წელს.იმ იან დე ვიტისა,რომლის პატრიოტულ მოღვაწეობასაც უდიდეს პატივს მიაგებდა იანის შედევრი-ტილოს ახალი მეპატრონე.შესაბამისად,ნიდერლანდელი მხატვრის მიერ შექმნილმა სურათმა მასზე გაკეთებული წარწერებით კიდევ უფრო მეტად შეიძინა პლიტიკური ალეგორიის სახე.
ნიშანდობლივია ისიც,რომ “შეშინებული გედი”,რომელიც ასელინმა გარდაცვალებამდე სულ რაღაც ორიოდე წლით ადრე დახატა,ავტორის ყველაზე საუკეთესო ნამუშევრად იქნა შეფასებული სახვითი ხელოვნების მცოდნეებისა და კრიტიკოსების მიერ.დღესდღეობით,იან ასელინის შემოქმედების საუკეთესო ქმნილება – “შეშინებული გედი” დაცულია ამსტერდამში განთავსებულ “რეიკსმუზეუმში”. – (ავტორი გენია.ჯი)
იან ასელინი