“შავი დროშის” შესახებ…
“როდესაც შავ დროშებს დაინახავთ,მიწას გაეკარით და არ გაანძრიოთ არც ხელები და არც ფეხებიო”, – ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,ასე განუცხადებია ჯერ კიდევ VII საუკუნეში შიიტთა პირველ იმამს,სუნიტთა მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფასა და წინასწარმეტყველ მუჰამადის ბიძაშვილს – ალი იბნ აბუ ტალიბს (598-661 წლები).ცნობისათვის,ეს ის ალი იბნ აბუ ტალიბია,რომელიც პირველი ბავშვი გახლდათ ისტორიაში,ვინც ისლამი მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) “შავ დროშას”,როგორც ახალი ისლამური რელიგიის სიმბოლოს იმთავითვე გამოიყენებდა ალაჰის უკანასკნელი მოციქული და ისლამური რელიგიის ფუძემდებელი – მუჰამედი.მოგვიანებით,შავი დროშა თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არსებული ძლევამოსილი აბასიანთა სახალიფოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ სიმბოლოდაც იქცა.შესაბამისად,აღნიშნული შეფერილობის მქონე დროშამ ისლამური რელიგიის მატარებელ სახელმწიფოებში არა მხოლოდ რელიგიური,არამედ სახელმწიფოებრივი დანიშნულებაც კი მოიპოვა.
მოგვიანებით შავი დროშების გამოყენების პრაქტიკა გავრცელებული და დამკვიდრებული იქნა დაასავლეთის ქვეყნებშიც.თუმცა მუსლიმანური სამყაროსაგან განსხვავებით,მათ აბსოლუტურად სხვა დანიშნულება გააჩნდათ.მაგალითად, XVI საუკუნეში შავი დროშების გამოყენება მასიურად დაიწყეს აჯანყებულმა გლეხებმა რიგ ევროპულ ქვეყნებში და იგი იმ პერიოდისათვის იქცა კიდეც აჯანყების მაუწყებელ ერთ-ერთ სიმბოლოდ.მოგვიანებით კი,შავი დროშები ევროპულ ქვეყნებში – გლოვასთან ასოცირდა: მათი გამოყენება არა მხოლოდ კერძო პირებმა დაიწყეს ახლობელი ადამიანების გარდაცვალება-დაკრძალვის დროს (სერბეთში გარდაცვლილის ოჯახში ორმოცამდე ჰკიდია შავი დროშა),არამედ სახელმწიფოებმაც – ეროვნული ტრაგედიის დღეებში.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ აღნიშნული ფერის დროშები,რომლებზედაც თავის ქალა და ძვლები იყო გამოსახული (“მხიარული როჯერი”),მეკობრეების უმნიშვნელოვანეს ატრიბუტადაც იქცა. 1880-იან წლებში შავი დროშებით,რომლებზედაც წრეში არსებული ასო “ა” იყო გამოკვეთილი,ევროპელი ანარქისტებიც სარგებლობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,გერმანელ ფაშისტთა წყალქვეშა ნავების მეთაურობას ებრძანა,კაპიტულაციის ნიშნად მოკავშირეებს ზეაწეული შავი დროშებით ჩაბარებოდნენ ტყვედ.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს,შავ დროშებს აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდში (1861-1865 წლები) ხშირად გამოიყენებდნენ სხვადასხვა ირეგულარული საარმიო ნაწილები.თუმცა მათ ევროპისაგან განსხვავებით აბსოლუტურად სხვა დანიშნულება გააჩნდათ.ამა თუ იმ სამხედრო ნაწილის მიერ შავი დროშის აღმართვა ასოცირდებოდა იმასტან,რომ დროშის აღმმართველი მხარე არც დანებებას აპირებდა და არც მოწინააღმდეგის დანდობას.შესაბამისად,იგი საყოველთაოდ ცნობილი “თეთრი დროშის” სრული ანტიპოდი გახლდათ.
1880-1901 წლებში შავი დროშა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა გახლდათ.თანამედროვე ეპოქაში შავ დროშებს გამოიყენებენ ისეთი ღონისძიებებისას,როგორებიცაა საავტომობილო რბოლები,აფროსნობა და სხვა.თუმცა,ამავე ფერის დროშებით ასევე სარგებლობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ტერორისტული ორგანიზაცია – “აისისი”-ც. – (ავტორი გენია.ჯი)