ამონარიდი იესე ბარათაშვილის ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლიდან – “ცხოვრება-ანდერძი”
“შვილნო,გაწყენთ თავს და მოგახსენებთ: ჩემის ცოდვით ისეთი ხომ არავინ გამოხვედით,რომ მეცნიერება მიგეღოთ,მაგრამ ეს ხომ ბუნების წესია: იცოდეთ: სიტყვიერნი დავიბადენით და სიტყვიერს გონებაც უნდა ჰქონდეს და გონებიანს ხომ ეს შვენის,თავის სარჩო და სასიცოცხლო მოიგონოს და ეცადოს,თორემ მერმე რომ გლახად შესთხოვდეს და ვერც კი შოობდეს, – შიშველი შიშველას სახლეულს შეჰყურებდეს,მშიერი მშიერს შვილებს უყურებდეს,ამის უმწარესი რაღა იქნება?
წიგნი არ ისწავლეთ,წერა და გალობა.სოფელში დაგაყენეთ,არა ჰხანით,არ იმუშავეთ.ქალაქი გიყვარსთ.სმა და ჭამა.სანამ ცოცხალი ვარ,ღმერთმა ინებოს,არ მოგაკლოთ.არც შემდგომად,მაგრამ ბოლო არ აქვს ამ თქვენ ცხოვრებას დაგლახავების მეტი.
სმას ეწყობით და ვენახს არ მუშაობთ,ტანისამოსს ეწყობით და ბატონს არ მიეახლებით,ხარჯი გიყვარსთ,გუთანს არ ეწყობით,მუშაობას.ამის დასასრული სიგლახაკეა.ბრძენი სოლომონ ასე დასწერს:
ყოველმა მეძილემან და მემთვრალემან შეიმოსოს! და შიშველ სწორედ თქვენ ხართ.თუ ღმერთი გამოგაბრუნებთ,სასწაული იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)