იცით თუ არა,რომ
1. სპარტელების მსგავსად,ლეგენდად ქცეული ძველ ბერძენი პოეტი – ჰომეროსიც (ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნე),მშვილდ-ისარს – “ლაჩრების იარაღად” მიიჩნევდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. თანამედროვე კონსტრუქციის მქონე პირველი ხელბორკილის პროტოტიპი ამერიკული ფირმის – Peerless-ის მიერ იქნა გამოშვებული 1914 წელს.
* * *
3. ისტორიკოსთა მტკიცებით,სხვა ინდიელი ხალხებისაგან განსხვავებით ესპანელ კონკისკადორებს ყველაზე ღირსეული წინააღმდეგობა თანამედროვე ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებზე მაცხოვრებელმა ინდიელებმა – არაუკანებმა გაუწიეს.
* * *
4. პოლონელი ხალხი ობობას სიკეთისა და აყვავების სიმბოლოდ განიხილავს,რადგან მათში გავრცელებული ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,სწორედ ობობამ მოუქსოვა თავისი აბლაბუდისაგან ყრმა იესოს საბანი.
* * *
5. ძველი ისტორიკოსების გადმოცემების თანახმად,ზღვის მარილით შეზავებული აბაზანებით თავის დროზე სარგებლობდნე ისეთი ისტორიული პერსონები,როგორებიც გახლდნენ ისრაელის მეფე – იროდი და ეგვიპტის ულამაზესი დედოფალი – კლეოპატრა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალური კანადელი მომღერლისა და პოეტი ქალის – მილენ ფარმერის სიმღერის ტექსტში ერთი ასეთი ფრაზაა განთავსებული: “თუ მაღლიდან მიწერია გადმოვარდნა,ნეტავ დაცემა დიდხანს გაგრძელდეს”.
* * *
7. თავდაპირველად,შობის მარხვა მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.თანამედროვე პერიოდში მორწმუნეთათვის დამკვიდრებულ ორმოცდღიან შობის მარხვას 1166 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და ბიზანტიის იმპერატორმა – მანუელ I კომნენოსმა დაუდეს სათავე.
* * *
8. “საპნის რეკლამაშიც ისეთივე ძვირფასი აღმოჩენები შეიძლება გააკეთოთ,როგორიც პასკალის “აზრებშიო”, – წერდა მოდერნიზმის მამამთავრად წოდებული დიდი ფრანგი მწერალი – მარსელ პრუსტი (1871-1922 წლები).
* * *
10. მეცნიერების მიერ დღემდე დაფიქსირებული ყველაზე გიგანტური ტალღის სიმაღლე – 19 მეტრს შეადგენს.ეს უნიკალური ბუნებრივი მოვლენა მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთისა და ისლანდიის კუნძულებს შორის არსებულ ჩრდილოეთის ზღვის ერთ-ერთ მონაკვეთზე 2007 წლის 8 დეკემბერს დააფიქსირეს (ცნობისათვის,აღნიშნული ტალღა გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს,როგორც ადამიანის მიერ დღემდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ტალღა). – (ავტორი გენია.ჯი)