დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ალბათ ყველას მიგვიქცევია ყურადღება იმაზე,რომ ახლად შეძენილ ტანისამოსს ყოველთვის თან მოჰყვება ისეთივე ქსოვილის პატარა ნაჭერი ფოლაქთან ერთად (ქვემოთ განთავსებული ფოტო),როგორი ქსოვილითაც არის იგი დამზადებული.
შეკითხვა: დაასახელეთ,რა დანიშნულება გააჩნია ასეთი სახის მქონე ქსოვილის პატარა ნაჭერს? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ქსოვილის პატარა ნაჭრის დანიშნულება გახლავთ ის,რომ წინასწარ იქნას შემოწმებული სხვადასხვა სახის სარეცხი საშუალებების ზემოქმედების შედეგები,რათა მათი მოხმარების შედეგად არ დაზიანდეს იმავე ქსოვილისაგან შეკერილი ტანისამოსი. – (ავტორი გენია.ჯი)