XIX საუკუნის აშშ-ი მოქმედი “საარჩევნო ბანდები”
XIX საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდებში ერთობ დამკვიდრებული პრაქტიკა გახლდათ ამა თუ იმ საარჩევნო პარტიისა და სუბიექტის (პოლიტიკოსის) მიერ ავაზაკებისაგან შემდგარი ქუჩის ბანდების მოსყიდვა,რათა მათ ყველანაირი (დაშვებული თუ დაუშვებელი) მეთოდით ეიძულებინათ ამომრჩეველი იმ პარტიებისა და კანდიდატისათვის მიეცათ ხმები,რომლებმაც ისინი მოისყიდეს. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში ასეთი სახის ქუჩის ბანდებს – “Cooping”,ანუ “საარჩევნო ბანდები” უწოდეს.თავის მხრივ,”საარჩევნო ბანდები” წინასაარჩევნო პერიოდში ქუჩებიდან იტაცებდნენ ამომრჩევლებს,ამწყვდევდნენ მათ ეგერთ წოდებულ “საქათმეებში”,ანუ იზოლირებულ ოთახებში,სადაც რამდენიმე დღიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამუშავების შედეგად აძულებდნენ მათთვის წაყენებული ულტიმატუმი მიეღოთ.იმ შემთხვევაში,თუ ნაწამები მსხვერპლი მაინც უარს განაცხადებდა Cooping-ის მიერ წაყენებულ ულტიმატუმზე,შესაძლებელი იყო იგი მოეკლათ კიდეც.ერთ-ერთი ვერსიით,გენიალური ამერიკელი მწერლის – ედგარ ალან პოს იდუმალი გარდაცვალების მიზეზად,სწორედ რომ მათი მხრიდან გამოვლენილი ძალადობა სახელდება.
ხშირ შემთხვევებში “საარჩევნო ბანდები” მათ მიერ გადაბირებულ ამომრჩევლებს არჩევნების დღეს რამდენჯერმე უცვლიდნენ ტანისამოსს,რათა ისინი საარჩევნო უბნებზე არ ეცნოთ.ამ მეთოდით მათ საშუალება ეძლეოდათ ხმის მიცემის პროცედურა რამდენჯერმე განეხორციელებინათ.საარჩევნო ოპერაციას კი უშუალო მეთვალყურეობას ბანდის წევრები უწევდნენ.
ზემოაღნიშნული საშინელი საფრთხეების გამო,წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მოსახლეობა მაქსიმალურად იკავებდა თავს ქუჩაში გასვლისაგან და საკუთარ სახლებში იკეტებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)