გიორგი ლეონიძე – “დედას”
„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო! ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა,არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე.მეგონა,მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ,იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში.იის სიყვარული დედამ შთამაგონა,იასავით სპეტაკი ადამიანი იყო.თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა… სწორედ დედამ მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული”. (ავტორი გენია.ჯი)