ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი წერდა…
“რა თქმა უნდა,არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისათვის,რომ ახალი ტოტალიტარული რეჟიმები თავიანთი წანამორბედების მსგავსი იყოს,მიუხედავად მათ ხელთ არსებული ხელკეტებისა და სპეცრაზმებისა,ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობების,დაპატიმრებებისა და მასობრივი დეპორტაციებისა.მთავრობა და ხელისუფლება არა მხოლოდ არაჰუმანური (თუმცა,ეს უკანასკნელი არც არავის ადარდებს თანამედროვე ეპოქაში),არამედ უეფექტოა,რისი დამტკიცებაც სულ ადვილად შეიძლება: თვითონ განსაჯეთ – განვითარებული ტექნოლოგიების ერაში არაეფექტიანობა ხომ პირდაპირ სულიწმიდის წინაშე ჩადენილი ცოდვაა.ჭეშმარიტად “ქმედითი” ტოტალიტარული სახელმწიფო იქნებოდა ის,რომელშიც პოლიტიკურ ხელმძღვანელთა ყოვლისშემძლე აღმასრულებელი კომიტეტისა და მათ დირექტორთა არმიას სრული უფლება ექნებოდა ნებისმიერი რამის გაკეთება აეძულებინათ დამონებული მოსახლეობისათვის,თუმცა ძალდატანება არც იქნებოდა საჭირო,რადგან მოსახლეობას უკვე ღრმად ეყვარებოდა თავისი მონური მდგომარეობა.თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოები ერთ ამოცანასა და მიზანს უსახავენ პროპაგანდის მინისტრებს,გაზეთების მთავარ რედაქტორებსა და სკოლის მასწავლებლებს – ხალხს შეაყვარონ ის რეალობა,რომელშიც ცხოვრობენ!” – (ავტორი გენია.ჯი)