უილიამ შექსპირი – “სონეტი CXXXVIII”
როდესაც სატრფო ერთგულებას მიმტკიცებს ფიცით,
ვიცი,რომ ტყუის,მაგრამ მაინც ვუჯერებ სატრფოს,
მინდა იფიქროს, – ამ ცხოვრების მე არა ვიცი,
და როგორც ჭაბუკს,ყოველივე მხიბლავს და მათრობს.
* * *
მერე კი მჯერა,რომ მას სჯერა,ბავშვი ვარ წმინდა,
თუმც კარგად იცის – სიყმაწვილე გადაჰყვა წარსულს,
მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა,
ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გვსურს.
* * *
სიმართლე ვიცით,მაშ სიცრუე რად ვათარეშეთ,
სინამდვილიდან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა?
არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე,
სიბერემ იცის სიყვარული წლების დაფარვა.
* * *
ასე ტყუილმა გაგვიხადა ორივ მონებად,
რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება.