ჯულიეტა მაზინა – “ეპიზოდი”
1994 წლის 23 მარტს იტალიის დედაქალაქ რომში ფილტვების კიბოს შედეგად გარდაიცვალა იტალიური კინოსა და თეატრის დიდი იტალიელი მსახიობი ქალი - ჯულიეტა მაზინა. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე ჯულიეტას საყვარელი მეულე,სახელოვანი იტალიელი კინორეჟისორი – ფედერიკო ფელინი ინსულტის მიღების შედეგად გარდაეცვალა,რომელთანაც ცნობისათვის,თავისი ცხოვრების 50 წელიწადზე მეტი იდილიურად თანაიცხოვრა.საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ ჯულიეტას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახადა და, როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრნო,უახლოეს ადამიანებს ანდერძად არა მხოლოდ ის დაუბარა,რომ იგი უცილობლად მეუღლის გვერდით დაეკრძალათ,არამედ ისიც,რომ საიქიოში მიმავლისათვის თავისი საყვარელი მეუღლის – ფედერიკო ფელინის ფოტოც გაეტანებინათ.ქრისტიანული ტრადიციის თანახმად,კუბოში განთავსებულ გარდაცვლილებს გულზე დაკრეფილ ხელებში ჯვარს აჭერინებენ ხოლმე,თუმცა ამ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა,რადგან ჯულიეტას უმთავრესი თხოვნა იყო,რომ ჯვრის ნაცვლად მის გულზედაკრეფილ ხელებში ფედერიკოს სურათი ჩაედოთ,რაც ასეც მოხდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფედერიკო ფელინი
ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა (სურათზე მარცხნივ)