შტეფან ცვაიგი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გერმანელი ფაშისტების მიერ სამშობლოდან დევნილმა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ავსტრიელმა მწერალმა – შტეფან ცვაიგმა საკუთარ მეუღლესთან – ფრედერიკა მარიასთან ერთად ბრაზილიის მუნიციპალიტეტ პეტროპოლისში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ცნობილია ისიც,რომ ამ საშინელი აქტის ჩადენამდე უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ცვაიგმა მანამდეც სცადა თვითმკვლელობის ჩადენა,მაგრამ ამ განზრახვაზე ხელი ერთმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ ააღებინა: სიჭაბუკის ასაკში მყოფი შტეფანი,რომელიც სუიციდის ჩადენის იდეით იყო შეპყრობილი,ერთ-ერთ სასაფლაოზე მივიდა,რათა იქ აღესრულებინა თავისი ჩანაფიქრი.თუმცა ამ საშინელი განზრახვის აღსრულებამდე იქვე განთავსებულ სკამზე ჩამოჯდა და ღრმა ფიქრს მიეცა.მოულოდნელად,მისი ყურადღება ერთ-ერთ საფლავზე გაკეთებულმა შემდეგი სახის ეპიტაფიამ მიიპყრო: “თუ დაიღალე სიარულით გამვლელო,ჩამოჯექი,მცირეოდენი ხნით დაისვენე და მერე კვლავაც გზა განაგრძე! იცოდე,რომ შენი ხანგრძლივი გზა ოდესღაც მაინც აქ დასრულდება უეჭველად.ამიტომ ნუ დააჩქარებ დროს! წადი და იყავი ბედნიერი,სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ…” – თუ რაოდენ დიდი გავლენა იქონია აღნიშნულმა ეპიტაფიამ მომავალ მწერალზე,იმიდანაც კარგად ჩანს,რომ მას შემდგომ შტეფან ცვაიგმა რამდენიმე ათეული წელიწადი იცოცხლა. – (ავტორი გენია.ჯი)