რობერტ ფონ უნგერნ-შტერნბერგი – “ეპიზოდი”
“ომის თეთრ ღმერთად” წოდებული გერმანული წარმომავლობის მქონე რუსი გენერალი და “თეთრი მოძრაობის” თვალსაჩინო წარმომადგენელი – რობერტ ფონ უნგერნ-შტერნბერგი (1886-1921 წლები),რომელიც გახლდათ ჩინგიზ-ყაენის იმპერიის რესტავრაციის იდეის უმთავრესი ავტორი,ყოველთვის იწონებდა თავს წინაპართა სახელოვანი წარსულით. (ავტორი გენია.ჯი) “ჩემი წინაპრები მეომარი ხალხი იყო.მათ მონაწილეობა მიიღეს ევროპაში წარმოებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან დიდ ბრძოლაში.გარდა ამისა,მონაწილეობა მიიღეს ჯვაროსანთა ლაშქრობებში.ერთ-ერთი მათგანი იერუსალიმის კედლებთანაც კი დაეცა გმირულად რიჩარდ ლომგულის დროშის ქვეშ.ტრაგიკულად დასრულებული ბავშვთა ჯვაროსნული შქრობის დროს დაიღუპა 11 წლის ასაკში მყოფი რალფ უნგერნი,რომელიც ერთ-ერთი ჩემი წინაპარი იყო.ამიტომაც მეამაყებიან ისინი მეო”, – ხშირად ამბობდა გენერალი.თუმცა თავისივე ოფიცრებისაგან ნაღალატევი რობერტი აღიარებდა იმისაც,რომ მისივე წინაპრებს წარმოადგენდნენ ისეთი უარყოფითი ადამიანებიც,როგორებიც იყვნენ ტევტონების ორდენის სისასტიკით განთქმული წევრი მეტსახელად – “ნაჯახი”,მძარცველად გავარდნილი რაინდი – რალფ უნგერნი და XII საუკუნეში მცხოვრები სკანდალურად ცნობილი ალქიმიკოსი – ვილჰელმ უნგერნი,რომელსაც თავისი შავ-ბნელი საქმიანობის გამო,ყველა “სატანის ძმად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)