დევიდ უნაიპონი
დევიდ უნაიპონი - დაიბადა 1872 წლის 28 სექტემბერს პოინტ-მაკლში,ავსტრალიის სამხრეთში მდებარე კურონგის ოლქში – ალექსანდრინას ტბის სანაპიროზე.დევიდი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ ავსტრალიელ აბორიგენ მწერალს (ნგრანინჯერის ხალხისა),ჟურნალისტს და გამომგონებელს,რომლის პორტრეტიც მოგვიანებით გამოსახულ იქნა – ავსტრალიურ 50 დოლარიან ნომინალზე.იგი ვაჟი გახლდათ,პირველი აბორიგენი მქადაგებლის – ჯეიმზ უნაპონისა,რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.იგი წერდა მრავალ საგაზეთო სტატიას გაზეთებისა და ჟურნალებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა “Sandy Daily Telegraph”-თან,რომელშიც ფართოდ აშუქებდა,აბორიგენი მოსახლეობის მითებს,ტრადიციებსა და თქმულებებს.ამასთანავე გამოდიოდა მათი უფლებების დაცვის კუთხითაც.რამდენიმე მის მიერ დამუშავებული აბორიგენთა ისტორია გამოქვეყნებულ იქნა 1930 წელს,ანთროპოლოგის – უილიამ რემსი სმიტის წიგნში “მითები და ლეგენდები ავსტრალიელი აბორიგენებისა”.მოგვიანებით ცნობილი გახდა,რომ დევიდი ფინანსური პრობლემების გამო თავის თხზულებებს ყიდდა.2006 წელს კი სრულად გამოქვეყნდა,მისი ყველა თხზულება,სახელწოდებით “მითები ავსტრალიელი აბორიგენებისა”. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ მის მიერ გამოგონებულ იქნა “თმის საკრეჭი მანქანა” და გარდა ამისა,ავტორია 10-მდე გამოგონებისა.იგი იყო ავტორი “ვერტალიოტის” პროექტის,რომელიც ავსტრალიური ბუმერანგის პრინციპით იქნა შემუშავებული,თუმცა უსახსრობის გამო მან ბევრი მისი გამოგონების დაპატენტება ვერ მოახერხა.იგი გამოირჩეოდა რელიგიური წესის ცხოვრებითაც და ხშირად ადარებდა ადგილობრივი მოსახლეობის რწმენას ქრისტიანულ რელიგიას,რომელთა შორისაც იგი რამდენიმე მნიშვნელოვან თანხვედრას ხედავდა.მოგზაურობდა ავსტრალიის მასშტაბით ბევრს და მრავალ ინტელექტუალთან მეგობრობდა,რითაც მოახერხა მკვიდრი მოსახლეობის კულტურის ფართოდ გავრცელება და მის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა.იგი იყო ინიციატორი სამხრეთ ავსტრალიის მთავრობისათვის შეეთავაზებინა,შეეცვალა ხელისუფლებას “უმაღლესი აბორიგენთა პროტექტორის” პოსტი და მის ნაცვლად შემოეღოთ – პასუხისმგებელი პიროვნებბებისაგან დაკომპლექტებული საბჭო,რომლებიც ფართოდ დაკავდებოდნენ აბორიგენი ხალხის უფლებების,მათი კულტურისა და ისტორიის დაცვის კუთხით.მისმა “აგიტაციებმა”,გაღიზიანება გამოიწვია ზოგიერთი ავსტრალიელი ჩინოსნის და იგი დაკავებულ იქნა “შეუსაბამო აგიტაციისათვის”,თუმცა მალევე იქნა განთავისუფლებული.ხანში შესული – დევიდ უნაიპონი,დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს,სადაც მუშაობა დაიწყო “მუდმივი ძრავის” აგებაზე, (ავტორი გენია.ჯი) თუმცა 1967 წლის 7 თებერვალს,ტალმენ-ბენდის საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა რაუკანის სასაფლაოზე.მისი გარდაცვალების შემდგომ ავსტრალიაში დაწესებულ იქნა “დევიდ უნაიპონის ლიტერატურული პრემია”,რომელიც გადაეცემა,ისეთ ავსტრალიელ აბორიგენ მწერლებს (საუკეთესო ნაწრამოებისათვის),რომელთაც თავიანთი ნაწარმოები ფართო საზოგადოებისათვის არ გაუცვნიათ და მხოლოდ ვიწრო ლიტერატურული წრისათვის არის ცნობილი.ასევე მისი სახელობის კოლეჯი იქნა გახსნილი “სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის” ბაზაზე.
დევიდ უნაიპონის პორტრეტი – 50 ავსტრალიური დოლარის ნომინალზე