მამა გაბრიელის შეგონებანი…
“დედის ლოცვას დიდი ძალა აქვს, პირდაპირ უფლის ტახტამდე ადის. დედა ხარ, ილოცე და ნახავ”.
* * *
“გარდაცვალების ნუ გეშინიათ, იმ წუთსვე რომ განკითხვა მოდის, იმის გეშინოდეთ”.
* * *
“არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობისას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულით და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს”.
* * *
“მოყვასის სიყვარული არის: როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს, აი, თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან”.
* * *
“ბერს ბერისა მოეკითხება, ერისკაცს ერისა”.
* * *
“სინდისი პატარა ღმერთია.
* * *
“ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი”.
* * *
“სადაც სიყვარული არ არის, იქ ჯოჯოხეთია”.
* * *
“ვინც აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში თავის ცოდვებზე იტირებს, ის იუდაზე უარესია”.
* * *
“გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს”.