ანდრე მარი ამპერი – „ეპიზოდი”

„ელექტროობის ნიუტონად” წოდებული გენიალური ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი - ანდრე მარი ამპერი (1775-1836 წლები) ერთობ უცნაური თვისებების მქონე პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ახლომხედველი ამპერი მეტად დაბნეული, სიტყვაძუნწი, თუმცა ძალიან სანდო და მოკრძალებული თვისებებით გამოირჩეოდა. ეს  გულჩათხრობილი გენიოსი თავისი შინაგანი ბუნების გამო ნაკლებ ყურადღებას იწვევდა გარშემომყოფებში. 1793 წელს საფრანგეთის რევოლუციის დღეებში სიკვდილით დასჯილი ჟან-ჟაკ ამპერის ვაჟის – ანდრე მარი ამპერის მეუღლე – ჯული კარონი, რომელიც მეცნიერს თავდავიწყებით უყვარდა და რომელთანაც თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი – ჟან-ჟაკი (მამის საპტივცემულოდ დაარქვა სახელი) ჰყავდა, ადრეულ ასაკში გარდაეცვალა (ამ დროს ამპერი 30 წლის იმყოფებოდა). დეპრესიიდან გამოსულმა ამპერმა მეორედაც იქორწინა, თუმცა მისდა საუბედუროდ, ეს ქორწინებაც წარუმატებელად დასრულდა. ოჯახში წარმოქმნილი უსიამოვნებების გამო ანდრე მარი ამპერი – სახლიდან გააგდეს. მორცხვი ბუნების მქონე მეცნიერზე ასეთმა საშინელმა შეურაცხყოფამ ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა. ამას ისიც დაერთო, რომ იმ პერიოდში მისი გენიალური მეცნიერული მიღწევები სათანადოდ არ იქნა დაფასებული. ზემოაღნიშნულმა მოვლენებმა ამპერი ისეთ სასოწარკვეთილებამდეც მიიყვანა, რომ ცხოვრებისაგან თავგაბეზრებულმა მეცნიერმა საკუთარი საფლავისათვის შემდეგი სახის ეპიტაფია დაწერა: „ბოლოს და ბოლოს, ბედნიერი ვარ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>