ვალენტინ სეროვი – “ეპიზოდი”
ერთხელ ცნობილმა რუსმა მეწარმემ და მეცენატმა სავა მამონტოვმა გენიალურ რუს მხატვარს,გრაფიკოსსა და პორტრეტული ჟანრის დიდოსტატს - ვალენტინ სეროვს (1865-1911 წლები) საკუთარი პორტრეტის დახატვა შეუკვეთა. (ავტორი გენია.ჯი) სეროვმა პორტრეტზე მუშაობა უმოკლეს ვადაში,სულ რაღაც სამ სეანსში დაასრულა.მიუხედავად მცირე დროისა,მამონტოვი პორტრეტზე მხატვარმა მაინც დიდებული ოსტატობით ასახა.სეროვმა შემკვეთის პორტრეტის დასახატად სამი ფერის საღებავი – შავი,წითელი და ღია ვარდისფერი გამოიყენა.
რამდენიმე დღეში ვალენტინს მამონტოვი ეწვია.სურათის შესრულების უბადლო ტექნიკამ იგი აღაფრთოვანა,თუმცა-კი ერთმა გარემოებამ გააკვირვა.
- ვალენტინ,რატომ არა აქვს ქურთუკს ფოლაქები? – იკითხა გაოცებულმა მამონტოვმა.
- მე მხატვარი ვარ და არა მკერავი, – გაეღიმა სეროვს. – (ავტორი გენია.ჯი)
ვალენტინ სეროვის მიერ შესრულებული სავა მამონტოვის პორტრეტი