ბერძნული გვარის – “პაპადოპულოსის” შესახებ…
შუა საუკუნეების პერიოდში მაცხოვრებელი ადამიანი,რომელიც რაიმე ხელობის მფლობელი იყო,იმავე ხელობის ცოდნით ფასდებოდა საზოგადოების მხრიდან.მისი ოსტატობის შესახებ ინფორმაციები შვილებს,შვილიშვილებსა და სხვა მომავალ თაობებს გადაეცემოდა.ის კი არადა,ადამიანებისათვის თავიანთი ხელობა (მჭედლობა,ფეიქრობა და ასე შემდეგ) ხდებოდა მათივე გვარის განმსაზღვრელი უმთავრესი საშულებაც კი. (ავტორი გენია.ჯი) სამხრეთ ევროპაში,ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განთავსებულ – საბერძნეთის რესპუბლიკაში,იგივე – ძველ ელადაში,ამ მხრივ შემდეგი სპეციფიკა იყო დამკვიდრებული.ქრისტიანული რელიგიის გავრცელებასთან ერთად,ელადა ყველა სხვა ქვეყნისაგან გამოირჩეოდა ღვთის გზაზე შემდგარი სასულიერო პირების სიმრავლით.ბერები,რომლებსაც ცოლი არ ჰყავდათ,როგორც წესი შვილებს არ ტოვებდნენ ამ ქვეყნად.თუმცა ცოლის ყოლის უფლება გააჩნდათ ეგრეთ წოდებული – თეთრი სამღვდლოების წარმომადგენლებს.შესაბამისად,მათ ჰყავდათ შვილებიც. და რადგანაც მათი წინაპარები სასულიერო პირები იყვნენ,შთამომავლობის გვარსაც მათივე საქმიანობა განსაზღვრავდა.ერთ-ერთი ასეთი გვარი გახლავთ თანამედროვე საბერძნეთში ყველაზე გავრცელებული გვარი – პაპადოპულოსი (მანდილოსნების ვარიანტია – პაპადოპულუ).ამავე გვარის მქონე წარმომადგენლები მრავლად გვხვდებიან კუნძულ კვიპროსზეც.პაპადოპულოსის გვარის წარმომადგენელთა წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ და ამას ადასტურებს ისიც,რომ ბერძნული ენიდან თარგმანით, – პაპადოპულოსი – “მღვდლის შვილს” აღნიშნავს.
პაპადოპულოსის გვარის ცნობილი წარმომადგენლები გახლდნენ ისეთი პერსონები,როგორებიც არიან – ტასოს პაპადოპულოსი (კვიპროსის ყოფილი პრეზიდენტი),იანის პაპადოპულოსი (დიდი ბერძენი მოჭადრაკე),გეორგიოს პაპანდოპულოსი (“შავი პოლკოვნიკების” მიერ საბერძნეთში განხორციელებული ხუნტის ხელმძღვანელი.ექს-პრემიერი),დიმიტრიოს პაპადოპულოსი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი),იორგოს პაპადოპულოსი (სახელოვანი ბერძენი მომღერალი და კომპოზიტორი) და ასე შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,ძველ საბერძნეთში,ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში,მოქალაქეების გვარს მათი ხელობა და საქმიანობა განსაზღვრავდა.ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე ძველი ბერძნული გვარი – მეტაქსასი (აბრეშუმის მწარმოებელი),ვოსკოპულოსი (მწყემსი),ნალბატი (მჭედელი),კავიარი (იკრით მოვაჭრე),ექსარქიდისი (ხელმძღვანელი),პაპაიოანი (მამა იოანე) და ასე შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)