ის,რასაც არკადი გაიდარის შესახებ უმალავდნენ საბჭოთა სკოლებში ბავშვებს…
საბჭოთა კავშირის საგანმანათლებლო სისტემაში ფართოდ იყო გავრცელებული ისეთი რუსი საბჭოთა საბავშვო მწერლის სახელი,როგორიც გახლდათ - არკადი გაიდარი (1904-1941 წლები).არკადი გაიდარისა,რომელიც ავტორი გახლდათ იმ პერიოდისათვის ისეთი პოპულარული საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებებისა,როგორებიცაა – “თემური და მისი რაზმი”,”ტყის ძმები” და “ცხელი ქვა” (მწერლის უკანასკნელი ნაწარმოები). (ავტორი გენია.ჯი საბჭოთა სკოლებში პედაგოგები ამაყად უცხადებდნენ ბავშვებს,რომ არკადი გაიდარი გარდა მწერლობისა, 16 წლის ასაკში ერთ-ერთ სამხედრო პოლკს მეთაურობდაო.თუმცა,რა დანიშნულების მქონე სამხედრო პოლკი იყო ის,ამაზე ყველა დუმდა.დუმდნენ მწერლის ბიოგრაფიის სხვა დეტალებზეც.
ის,რომ გაიდარი მართლაც ხელმძღვანელობდა 1921 წლიდან რამდენიმე ხნის მანძილზე მეთაურობდა ერთ-ერთ სამხედრო პოლკს,დადასტურებული ფაქტია.თუმცა ისიც დადასტურებული ფაქტია,რომ მომავალი საბავშვო მწერალი მეტაურობდა ისეთ სამხედრო-სადამსჯელო პოლკს,რომელიც განსაკუთრებული სადიზმითა და ძალადობით გამოირჩეოდა ამა თუ იმ დანაშაულისათვის დაკავებული ბრალდებულების მიმართ.სწორედ მის მიერ გამოჩენილი სისასტიკე იქცა გაიდარის სამსახურიდან განთავისუფლების უმთავრეს მიზეზად, და არა მხოლოდ განთავისუფლების,არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზადაც.ფსიქიუკრად შეურაცხადად შერაცხილი გაიდარი გარიცხული იქნა კომუნისტური პარტიის რიგებიდან და გადაგზავნილი იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსტრემალური ნერვული გართულებისა და ტრამვული ნერვოზის დიაგნოზით. (ავტორი გენია.ჯი)
მკურნალობის კურსის გავლის შემდგომ,მომავალი საბავშვო მწერალი არმიის რიგებიდანაც დაითხოვეს და სწორედ ამ პერიოდი დაწერა მან თავისი პირველი ნაწარმოებები.მათ შორის ავტობიოგრაფიული ნოველა – “სკოლა”.ამავე პერიოდიდან აიღო არკადიმ ფსევდონიმად – “გაიდარი” (არკადის ნამდვილი გვარი გოლიკოვი იყო). 1941 წლის 26 ოქტომბერს მეორე მსოფლიო ომში გაწვეული გაიდარი ფრონტის ხაზზე მაშინ დაეცა,როდესაც მკერდით გადაეფარა თანამებრძოლებისაკენ სასროლად გაშვერილი ტყვიამფრქვევის ლულას.არკადი გაიდარის მიერ ჩადენილ ამ მართლაცდა გმირულ და ვაჟკაცურ ქმედებას ხშირად უყვებოდნენ საბჭოთა სკოლებში პედაგოგები ბავშვებს,ხოლო ზემოაღნიშნული ფაქტების შესახებ კი “წითელ იმპერიაში” გამეფებული უმკაცრესი ცენზურის გამო – დუმილს ამჯობინებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)