ორესტ კიპრენსკის შესახებ…

ერთ დილას,რომანტიზმის პერიოდის რუსი მხატვრის,გრაფიკოსისა და პორტრეტული ჟანრის დიდოსტატის – ორესტ კიპრენსკის (1782-1836 წლები) რომში განთავსებულ სახელოსნოში აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთი მენატურე ქალის ცხედარი.ამ ტრაგიკული ფაქტიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ,საავადმყოფოში ჩვენთვის დაუდგენელი დიაგნოზის შედეგად გარდაიცვალა კიპრენსკის იტალიელი მსახურიც.როგორც მხატვარი ირწმუნებოდა,მენატურე მისი მსახურის მიერ იყო მოკლული, და რადგანაც გამოძიება მხოლოდ ორესტის მსახურის გარდაცვალების შემდეგ იქნა დაწყებული,ჭეშმარიტების დადგენა გამოძიებამ ვერ მოახერხა.

მიუხედავად ამისა,”მარადიული ქალაქის” მაცხოვრებლები მენატურის მკვლელობასა და იტალიელი მსახურის გარდაცვალებაში ბრალს მაინც კიპრენსკის სდებდა.რამდენიმე ადამიანი კი მას სულაც ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრებოდა.შედეგად,ალექსანდრე დიაკონოვის უკანონო ვაჟი (ნათლობისას მიცემული გვარი – კიპრენსკი,მის მშობლიურ ქალაქ – კოპორიესთან არის დაკავშირებული) იძულებული გახდა იტალია დაეტოვებინა და საცხოვრებლად რომიდან პარიზში გადაბარგებულიყო.ხმები იმის შესახებ,რომ სახელოვან მხატვარს მკვლელობაში ედებოდა ბრალი,პარიზშიც გავრცელდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აღნიშნულ ხმებს იგი ვერც რუსეთში იძულებით გადასახლებისას დაუსხლტა.მანამდე კი მხატვარმა ეკონომიკურად შეჭირვებული ერთ-ერთი ოჯახისაგან პატარა გოგონა – ანა-მარია ფალკუჩი გამოისყიდა და თავად აიღო მასზე მზრუნველობა.თუმცა იტალიიდან საფრანგეთში გადაბარგების წინ მკვლელობაში დადანაშაულებულმა ხელოვანმა გოგონა კათოლიკურ მონასტერში მიაბარა,როგორც ობოლი და მიუსაფარი ბავშვი.თუმცა იმ მცირერიცხოვან მეგობრებს,რომლებიც მას შემორჩნენ,ანა-მარიასათვის ყურადღების მისაქცევად გარკვეული თანხა დაუტოვა და სთხოვა მისთვის ყველაფერი ეცნობებინათ ფალკუჩის შესახებ.

რომში დაბრუნებული მხატვრის მიმართ რომაელებს დამოკიდებულება არ შეუცვლიათ,რის გამოც იგი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა.დაიწყო ალკოჰოლური სასმელების მასიურად მოხმარება და შეწყვიტა მუშაობა,რამაც მის ირგვლივ მყოფთა გაღიზიანება გამოიწვია.სწორედ ამ დროს გამოჩნდა კვლავაც მის ცხოვრებაში ანა-მარია,რომელიც დროთა განმავლობაში უზადო სილამაზით აღჭურვილიყო და, რომელიც მუდამ დიდ მადლიერებას გამოხატავდა კიპრენსკის მიერ მისდამი გამოჩენილი ყურადღებისათვის.კიპრენსკის ფალკუჩი შეუყვარდა.იმისათვის,რომ 25 წლის გოგონაზე ექორწინა,იგი იძულებული გახდა 1836 წელს კათოლიკობა მიეღო.ქორწინებიდამ სულ რაღაც სამ თვეში, 54 წლის ასაკში მყოფი ორესტ კიპრენსკი პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა.მისი ერთადერთი ქალიშვილი – კლოტილდა,ორესტის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას.

მიუხედავად ცუდი რეპუტაციისა,კიპრენსკის საფლავზე აღმართულ ქვა-სვეტზე მაინც ასეთი სახის წარწერა იქნა ამოკვეთილი: “თავისი ხალხის უდროოდ ჩაქრობილი მანათობელი ლამპარი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კიპრენსკის მიერ ადრეულ პერიოდში დახატული დახატული პატარა ანა-მარიას პორტრეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>