ფრანსისკო გოია – “ეპიზოდი”
რომში ჩასული რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ის ემისრის უმთავრეს მიზანს,მონარქის ბრძანების აღსრულება წარმოადგენდა.ეკატერინეს ბრძანებით ემისარს მსოფლიოს მასშტაბით კონტაქტი უნდა დაემყარებინა სხვადასხვა ხელოვნების გენიალურ წარმომადგენლებთან და მათთან მოლაპარაკების წარმოების გზით ისინი რუსეთში მოღვაწეობის გაგრძელებაზე უნდა დაეთანხმებინა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ამ მიზნის განსახორციელებლად დედოფალმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზამაზარი თანხები გამოყო.თუმცა უნდა შვნიშნოთ,რომ ხელოვნების გენიალურ წარმომადგენლებთან დასადები კონტრაქტის ერთი მუხლის თანახმად,თანხმობის განცხადების შემთხვევაში ხელოვანი ვალდებული ხდებოდა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე სანკტ-პეტერბურგში გაეტარებინა.თავის მხრივ,ეს მუხლი დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ხელოვანებში.
რუსეთის იმპერიის ემისარის რომში ჩასვლის მიზანს “მარადიულ ქალაქში” მყოფ გენიალურ ესპანელ ფერმწერთან და გრაფიკოსთან – ფრანსისკო გოიასთან (1746-1828 წლები) კონტაქტზე გასვლა და ძალიან დიდი თანხის გადახდის სანაცვლოდ,ზემოაღნიშნულ პირობებზე – დათანხმება წარმოადგენდა.რამდენიმე ხანში ემისარი გოიას პირადად შეხვედრა.როდესაც ფრანსისკო ემისრის მიერ შეთავაზებული კონტრაქტის იმ მუხლსაც გაეცნო,რომელიც მას დათანხმების შემთხვევაში რუსეთში ცხოვრებას ავალდებულებდა,გაიკვრივა:
- მე ხომ რუსი არა ვარ?
- მისი აღმატებულება,დედოფალი ეკატერინეც გერმანული სათავადაზნაურო გვარის წარმომადგენელია.მისი მიზანია მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან რუსეთში მოუყაროს თავი საუკეთესო ხელოვანებს.გარდა ამისა,სურს,რომ მათ თავი რუსებად მიიჩნიონ. – განუმარტა მხატვარს ემისარმა.
მას შემდეგ ემისარი გოიას კიდევ რამდენჯერმე შეხვდა.ყოველი შეხვედრისას კი იგი ფრანსისკოს კონტრაქტზე დათანხმების სანაცვლოდ შეთავაზებულ თანხას კიდევ უფრო უზრდიდა.მიუხედავად ერთობ სარფიანი შეთავაზებებისა,ფრანსისკო მაინც შეუვალი აღმოჩნდა და მან ემისარს შეთავაზებების მიღებაზე უარი განუცხადა.
ემისარი თავისას არ იშლიდა,რამაც გენიალური ესპანელი მხატვარი იმდენად აღაშფოთა,რომ მასთან უკანასკნელ შეხვედრაზე თავი ვერ შეიკავა და ეკატერინე მეორის წარგზავნილს მეტად გაღიზიანებულმა მიმართა: “თქვენს დედოფალს შეუძლია თავი იმ ეროვნების ადამიანად მიიჩნიოს,რომელსაც საჭიროდ ჩათვლის: გერმანელად,ფრანგად,ჩინელად.მე კი ესპანელი ვარ, და ეს სრულიად მაკმაყოფილებს! თქვენ იმდენად მომაბეზრეთ უკვე თავი ასეთი სახის შემოთავაზებებით,რომ თავად ვარ მზად ჩემს მფლობელობაში არსებული უკანაკსკნელი ორი დუკატი,პირიქით,იქითაც კი გადაგიხადოთ,თქვენმა დედოფალმა ერთხელ და სამუდამოდ რომ შემეშვას”. – (ავტორი გენია.ჯი)