პიერ სიმონ ლაპლასის შესახებ…
დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის საკითხებზე ფუნდამენტალური შრომების ავტორის,დიდი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსისა და ასტრონომის – პიერ სიმონ ლაპლასის (1749-1827 წლები) შესახებ ნაპოლეონ ბონაპარტი თავის მემუარებში წერდა – “დიდმა ასტრონომმა შეცოდა იმით,რომ იგი ცხოვრებას უსასრულოდ მცირე თვალსაზრისით განიხილავდა და განსჯიდაო”. (ავტორი გენია.ჯი) დიახ,ის,რაც მეცნიერებას არ ეხებოდა,ლაპლასისათვის მართლაც რომ უმნიშვნელო იყო.როდესაც საქმე მეცნიერებას ეხებოდა,პიერ სიმონი საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ხდებოდა.შეიძლება ითქვას,რომ ამ მხრივ იგი შეცდომებს არ უშვებდა.აი,რაც შეეხება სხვა ცხოვრებისეულ საკითხებს კი,ლაპასი ხან კარგად იქცეოდა ხანაც – ცუდად.შესაბამისად,უშვებდა მრავალ ადამიანურ შეცდომასაც.ავღნიშნოთ ისიც,რომ თავისი მეცნიერული მისწრაფებების გამოისობით,ფრანგმა სწავლულმა საკუთარი მსოფლმხედველობრივი შეხედულებებიც კი შეიცვალა.
მიუხედავად მემუარებში ასეთი ჩანაწერისა,ნაპოლეონმა ლაპლასის მეცნიერული მიღწევები მაინც სათანადოდ დააფასა და მას “გრაფის” ტიტული უბოძა.ის კი არადა,იმპერატორის მცდელობა იყო მეცნიერი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეც კი დაემტკიცებინა,თუმცა მისგან შეთავაზებულ თანამდებობაზე მოკრძალებული უარი მიიღო.საფრანგეთში განხორციელებული მონარქიის რესტავრაციის პერიოდში,ლაპლასი ლუი XVIII-ეს დაუახლოვდა და მალე მისგან – “მარკიზის” ტიტულიც მიიღო. 18167 წელს პიერ სიმონი საფრანგეთის იმ მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს,რომლის ორმოცი წევრიდან თითოეულს – “უკვდავი მეცნიერის” სახელი ჰქონდა მინიჭებული. 1827 წლის 5 მარტს პიერ სიმონ ლაპასი 78 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “ის,რაც ჩვენ ვიცით,როგორი უსუსური და უმნიშვნელოა იმასთან შედარებით,რაც ჩვენ არ ვიცით”.
გარდაცვალების შემდეგ,დიდი მეცნიერის ტვინი,რომელიც მისი პირადი ექიმის – მაჟანდის მიერ იქნა ამოღებული და შენახული,დიდი ხნის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ანატომიის მუზეუმში იყო დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)