მიურიელ ბარბერი

მიურიელ ბარბერი - დაიბადა 1969 წლის 28 მაისს,მაროკოს დედაქალაქ კასაბლანკაში.იგი წარმოადგენს თანამედროვე ფრანგ მწერალს – მაროკოული წარმომავლობისა,ნოველისტს და ფილოსოფიის პროფესორს,რომლის მიერ დაწერილი რამდენიმე ნაწარმოები ბესცელერად იქცა.მიურიელი სწავლობდა,საფრანგეთის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლო დაწესებულებაში,სახელწოდებით “პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა”,რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო ქალაქ სენ-ლოს ინსტიტუტში. (ავტორი გენია.ჯი) ამავე დროს წერდა რომანებს და ნოველებს,თუმცა ფართო საზოგადოებისათვის უცნობი იყო და 2000 წელს,მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ,ერთ-ერთ გამომცემლობა “Gallimard”-ში აგზავნის რომანს,სახელწოდებით “სინატიფე”.ლიტერატურულ სამყაროში მისი სადებიუტო ნამუშევარი დიდი აღიარების მომტანი გახდა და ერთგვარ ბესცელერადაც იქცა.აქვე აღსანიშნავია,რომ ამ რომანის გამოქვეყნებიდან მალევე იგი 14 ენაზე იქნა თარგმნილი.მისი მეორე რომანი “ზღარბის ელეგანტურობა”,რომელიც იმავე გამომცემლობის მიერ იქნა 2006 წელს დაბეჭდილი და გამოქვეყნებული,უზარმაზარი წარმატების მომტანი გახდა მწერლისათვის საფრანგეთში.სულ აღნიშნული რომანის 700 000 ეგზემპლარი იქნა დაბეჭდილი,რომლებიც მალევე იქნა გაყიდული,მკითხველის დიდი ინტერესისდა გამო.აღნიშნული რომანი სულ მალე მსოფლიოს 31 ენაზე იქნა თარგმნილი და მიენიჭა რამდენიმე ლიტერატურული პრემია. (ავტორი გენია.ჯი) 2009 წელს კი მისი რომანის მიხედვით გადაღებულ იქნა ფილმი,რომელმაც მას გარდა პირადი აღიარებისა,ასევე დიდი ფინანსური წარმატებაც მოუტანა.მალევე მიურიელი საცხოვრებლად იაპონიის ქალაქ კიოტოში გადავიდა და დღესაც იქ ცხოვრობს,სადაც კვლავაც აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში.