ვასილი სმისლოვი – “ეპიზოდი”

როგორც დიდი რუსი მოჭადრაკისა და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის – ვასილი სმისლოვის (1921-2010 წლები) ბიოგრაფები ირწმუნებიან,ამ უდიდეს ჭადრაკის თეორიტიკოსზე ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონია საკუთარ მეუღლეს.იგი ყოველთვის ითვალისწინებდა იმ რჩევებს,რომელსაც თანამეცხედრე – ნადეჟდა ანდრეას ასული აძლევდა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მიმდინარეობისას,სმისლოვს უმნიშვნელოვანესი პარტიის გათამაშება მოუხდა გროსმაისტერ არონინთან. (ავტორი გენია.ჯი) ვასილიმ,რომელსაც ყაიმიც კი აძლევდა ხელს,შეატყო,რომ მარცხი გარდაუვალი იყო,ამიტომ პარტიის გადადება მოითხოვა.სანამ თამაში განახლდებოდა,სმისლოვი ტელეფონით მეუღლეს დაუკავშირდა და აცნობა,რომ პარტია გადადო და დანებებას აპირებდა.

- არავითარ შემთხვევაში, – გააპროტესტა ნადეჟდამ.ქალმა,რომელმაც ისიც კი არ იცოდა,თუ როგორ გადაადგილდებოდნენ საჭადრაკო დაფაზე ფიგურები. – შენ უნდა იბრძოლო!

- რომ იცოდე,ასეთი პარტიის შემოტრიალების შანსი არ არსებობს! – ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა სმისლოვმა.

- მე გითხარი: წადი და ითამაშე! – მიმართა მეუღლემ საპასუხოდ და ტელეფონი გაუთიშა.

ვასილი სმისლოვმა თამაში მართლაც განაგრძო და ძალიან მოკლე დროში თავისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით მისთვის გამარჯვების ტოლფას ყაიმს მიაღწია.

- ნადეჟდა,გილოცავ! ვერ დაგიმალავ – გაოცებული ვარ! შენ ჩემზე უკეთესად შეაფასე ენდშპილი (საჭადრაკო პარტიის დამაგვირგვინებელი ნაწილი)! – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>